სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
30.08.2019
  
 
გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებულ „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესში“ განხორციელდა ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულება, ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ასევე ამ ხელშეკრულების ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტი, ნაცვლად CMR მოდულისა, ატვირთონ კონსოლიდირებული ტენდერის შესაბამის ველში.
ხსენებული ცვლილებები ამოქმედდება 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
აღსანიშნავია, რომ სააგენტომ უზრუნველყო სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ადაპტირება ხსენებული ცვლილებების შესაბამისად, იმგვარად, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შეუფერხებლად შეძლონ შესყიდვის განხორციელება კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. იხილეთ მიბმული ფაილი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ ყოველივე ზემოაღნიშნული და უზრუნველყოთ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.