სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „სკამაქს“
17.09.2019
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „სკამაქს“

შპს „სკამაქს“ ს/ნ: 440392843

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2019 წლის 26 აგვისტოს წარმოდგენილ იქნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 26 აგვისტოს №03/4514 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 9191), რომლითაც სააგენტოს ეცნობა ამხანაგობა „კონსტრაქშენ გრუპის” (ს/ნ: 240421101) მიერ NAT190008951 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2019 წლის 20 ივნისის № 113 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.