სიხლეები   ინფორმაცია 2020 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების აკუმულატორების შესყიდვის შესახებ
22.10.2019
  
 
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ !
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გეგმავს 2020 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი აკუმულატორების საჭირო კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. გთხოვთ, კონსოლიდირებული ტენდერის მენეჯმენტის სისტემაში (ctd.spa.ge) მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: რა რაოდენობისა და პარამეტრების მქონე აკუმულატორების შესყიდვას აპირებთ, 2020 წლის 1 იანვრიდან - 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
 
გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე                            და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ თანდართული ცხრილის ველები.  
 
 ინფორმაცია წარმოადგინეთ:
ა)  ctd.spa.ge მენეჯმენტის სისტემის მეშვეობით, არაუგვიანეს 2019 წლის 29 ოქტომბრისა;
ბ) იმ შემთხვევაში თუ ctd.spa.ge მენეჯმენტის სისტემის ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული თქვენთვის სასურველი ტექნიკური პარამეტრების მქონე აკუმულატორი, ან მოცემულ ტექნიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით გაქვთ რაიმე სახის შენიშვნა გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Lkirvalidze@spa.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე - 571 255 255 ლაშა კირვალიძე;
 
იხილეთ მცირე განმარტება ტექნიკური პარამეტრების შესახებ:
 
პოლარობა:
მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში, მარჯვენა პლიუსიანი აკუმულატორები აღინიშნება „0“-ით, ხოლო მარცხენა პლიუსიანი - „1“-ით;
სატვირთო ავტომობილების შემთხვევაში, ვინაიდან კლემები, პლიუსი და მინუსი, განლაგებულია ერთსა და იმავე მხარეს,  ასეთი განლაგება აღინიშნება „3“-ით.
 
ტერმინალის (ე.წ „კლემა“) ტიპი:
ტერმინალები (ე.წ „კლემები“) ძირითადად იყოფა ორ ტიპად: ევროპული (EUR) და აზიური (JIS). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ევროპული ტიპის კლემა არის მსხვილი, ხოლო აზიური - წვრილი.
წარმოდგენილი გეგმების აგრეგირებისა და გაანალიზების საფუძველზე მოგვიანებით გეცნობებათ, იმ აკუმულატორების ჩამონათვალი და პირობები რომელთა შესყიდვაც განხორციელდება კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში.