სიხლეები   წყლის ხარისხის კონტროლისთვის ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვა
29.07.2014
  
 

მოწვევა ტენდერში მონაწილეობის შესახებ

 

თარიღი:

28 ივლისი, 2014

სესხის ნომერი და დასახელება

სესხის No. 3078-GEO მესამე ტრანში

საქართველოს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა (ტრანში 1; ტრანში 2 და ტრანში 3)

კონტრაქტის დასახელება და ნომერი:

წყლის ხარისხის კონტროლისთვის ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვა (რომელიც მოიცავს დამონტაჟებასა და ტრეინინგს),  P43405-ICB-G-02-2014

წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:

09 სექტემბერი, 2014 16:00 სთ (ადგილობრივი დრო)

 

 

1. წინამდებარე მოწვევა წარმოადგენს ზემოხსენებული პროგრამისთვის გამოქვეყნებულ ზოგადი შესყიდვები განცხადების ნაწილს, რომელიც განთავსდა აზიის განვითარების ბანკის ინტერნეტ გვერდზე „ADB Business Opportunities”, 2014 წლის 21 ივლისს.               

 

2. საქართველომ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) ურბანული მომსახურების საინვესტიციო პროგრამების  დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება წყლის ხარისხის კონტროლისთვის ლაბორატორიული აღჭურვილობის შესასყიდად, რომელიც მოიცავს სამონტაჟო სამუშაოებს და ტრეინინგს (კონტრაქტის ნომერი: P43405-ICB-G-02-2014).

 

3. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ (შემდგომში „შემსყიდველი“) აცხადებს დალუქული სატენდერო წინადადების მიღებას უფლებამოსილი პრეტენდენტებისგან, ზემოხსენებული ლაბორატორიული აღჭურვილობის შესასყიდად, მათ დასამონტაჟებლად და ტრეინინგის ჩასატარებლად.  

 

შესასყიდი აღჭურვილობის მოკლე აღწერა მოცემულია ქვემოთ ცხრილში:

 

N

აღჭურვილობის და დამხმარე მომსახურებების ჩამონათვალი

აღჭურვილობის და შემადგენელი კომპონენტების აღწერა

1

საანალიზო  ელემენტების  ერთდროული  ანალიზის  აქსიალური  ინდუქციური  პლაზმის სპექტრომეტრი (ICP-EOS)

 

1.1 სპექტრომეტრი; 1.2 ინდუქციური პლაზმის სისტემა; 1.3 ხელსაწყოს დეტექტორი; 1.4 რადიოტალღების გენერატორი; 1.5 ნაკადის კონტროლი; 1.6 ნიმუშების ინიცირების სისტემა; 1.7 ხელსაწყოს მართვის მოწყობილობა; 1.8 პროგრამული უზრუნველყოფა; 1.9 ხელსაწყოს ეფექტურობა; 1.10 გამაციცებელი მოწყობილობა

 

2

იონური ქრომატოგრაფი ავტო-სემპლერით

 

1. იონური ქრომატოგრაფი; 2. ანიონური ანალიზური სვეტი; 3. დამცავი სვეტი; 4. განუწყვეტლივ რეგენერირებადი ანიონური სვეტი;

5. თვითრეგენირებადი ანიონური საპრესორი; 6. KOH-ის კარტრიჯი; 7. ძირითადი ანიონის სტანდარტი; 8. 500 მკლ ტევადობის ნიმუშის მარყუჟი; 9.  5 მლ ვიალის ავტო-სემპლერი; 10. 5 მლ ტევადობის ფილტრიანი ვიალების ნაკრები; 11. ხელსაწყოს მოვლისათვის საჭირო მოწყობილობების ნაკრები; 12. სათადარიგო მოწყობილობების ნაკრები

 

3

გაზური ქრომატოგრაფი/მას-სპექტომეტრი

 

1. გაზური ქრომატოგრაფი მულტიინიცირების და განზავება-განზავების გარეშე ინჟექტორებით და ალური იონიზაციის დეტექტორით; 2. მას-სპექტრომეტრული დეტექტორი ინერტული ტუმბო ტუმბოთი; 3. ელექტრონის იონიზატორი; 4. ავტოსემპლერი;  5. NIST 2011 სპექტრალური ბიბლიოთეკა; 6. პესტიციდების დათესვის დროის მონაცემთა ბაზა/ბიბლიოთეკა; 7. სივრცის ავტო-სემპლერი; 8. აირის გენერატორი ალური იონიზაციისთვის.

4

მიკრობიოლოგიური ანალიზისთვის საჭირო ხელსაწყოები

 

1. მიკრობიოლოგიური ინკუბატორი; 2. საშრობი კარადა; 3. წყლის აბაზანა; 4. ავტოკლავი (ორთქლით სტერილიზატორი); 5. ლაბორატორიული სასწორი; 6. წყლის დისტილატორი; 7. ზესუფთა წყლის სისტემა; 8. ანალიზური სასწორი; 9. ციფრული ph-მეტრი; 10. ვაკუუმის საფილტრი მოწყობილობა; 11. ფილტრდამჭერი; 12. მემბრანული ფილტრი; 13. როტაციული ამაორთქლებელი; 14. ვაკუუმის მანიფოლდი ექსტრაქციისთვის; 15. ცენტრიფუგა; 16. მემბრანული ვაკუუმის ტუმბო; 17. პორტატული სიმღვრივის მზომი; 18. მიკროპიპეტი; 19. ავტომატური მთვლელი; 20. იზოთერმული კონტეინერი თერმო იზოლაციით, მრავალჯერადი სარგებლობის აკუმულატორი; 21. ულტრაიისფერი ლამფა ლაბორატორიისთვის.

 

5

ულტრაიისფერი და ხილული უბნის ორსხივიანი სპექტროფოტომეტრი

 

1. ულტრაიისფერი და ხილული უბნის სპექტროფოტომეტრი; 2 გამოსხივების წყარო; 3 დეტექტორები; 4 ჩერნი-ტერნერის 0.29მ ორსხივიანი მონოქრომატორი; 5 ოპტიკურ-ბოჭკოვანი მიკროზონდი 100 მმ კვარცის უჯრედით.

 

6

ტრეინინგი

14 დღიანი ტრეინინგის ჩატარება ზემოჩამოთვლილი აღჭურვილობების დამონტაჟების შემდეგ. სულ მოხდება დაახლოებით 5 კაცის სწავლება.

7

ტესტირება და ჩაბარება

ზემოჩამოთვლილი აღჭურვილობისთვის გათვალისწინებული ტრეინინგები უნდა მოიცავდეს აღჭურვილობის მონტაჟს, მოვლა-პატრონობას, პრობლემების მონიტორინგს, მომსახურების გრაფიკს და სხვა.

 

საერთაშორისო სატენდერო ვაჭრობა (ICB) წარიმართება აზიის განვითარების ბანკის ერთ-ეტაპიანი ერთ-კონვერტიანი (წინასაკვალიფიკაციო შერჩევის გარეშე) სატენდერო პროცედურების შესაბამისად. ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა პრეტენდენტს აზიის განვითარების ბანკის უფლებამოსილი ქვეყნიდან.

 

4. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგით:

(ა) გამოცდილება და ტექნიკური შესაძლებლობა: პრეტენდეტმა უნდა დაადასტუროს რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული მინიმუმ 2 მსგავს კონტრაქტში, სადაც პრეტენდენტის მონაწილეობის წილი აღემატება 700,000 აშშ დოლარის ექვივალენტს. მოცემული კონტრაქტები წინადადების წარმოდგენისას უნდა იყოს არსებითად ან სრულად დასრულებული.

(ბ) ფინანსური მდგრადობა:  მინიმუმ 900,000 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობის საშუალო წლიური ბრუნვა, რომელიც დაანგარიშებული უნდა იყოს სრული დადასტურებული გადახდებით, მიღებული ბოლო 3 წელიწადში მიმდინარე ან დასრულებულ კონტრაქტებიდან.

 

5. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, პრეტენდენტები უნდა დაუკავშირდნენ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ შემდეგ მისამართზე 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა):

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“

0186, ვაჟა-ფშაველას გამზირი 76, თბილისი, საქართველო, მე-2 სართული (შესყიდვების დეპარტამენტი)

ტელეფონი: (995 32) 291 90 60

ელექტრონული ფოსტის მისამართი: m. shalamberidze@water.gov.ge, i.mazanishvili@water.gov.ge

 

6. სატენდერო დოკუმენტაციის ინგლისურ ენაზე შესაძენად, უფლებამოსილმა პრეტენდენტებმა უნდა გადაიხადოს აუნაზღაურებელი სატენდერო მოსაკრებელი 180 ლარის ან 100 დოლარის ოდენობით და წარმოადგინოს წერილობითი განაცხადი მე-5 პარაგრაფში მითითებულ მისამართზე

ელექტრონული გადარიცხვა უნდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე:

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

სს ლიბერთი ბანკი, ცენტრალური ფილიალი

SWIFT კოდი:                        LBRTGE22

ანგარიშის ნომერი:             GE67LB0113123325230095 GEL

GE40LB0113123325230096 USD

სატენდერო დოკუმენტაცია გაიცემა დაბეჭდილი ფორმატით (ელექტორნული ვერსიის გაცემაც მოხდება, თუმცა ბეჭდურ და ელექტრონულ ვერსიებს შორის არსებული შეუსაბამოების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ბეჭდურ ვერსიას). დოკუმენტაცია გაიგზავნება საჰაერო ფოსტით უცხოელი პრეტენდენტებისთვის. გზავნილის თანხა ანაზღაურებული იქნება მიმღები მხარის მიერ. დაკარგული გზავნილის შემთხვევაში პასუხისმგებლობა „შემსყიდველს“ არ ეკისრება.

 

7. სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს მე-5 პარაგრაფში მითითებულ მისამართზე 2014  წლის 09 სექტემბრის 16:00 საათზე (ადგილობრივი დროით) ან უფრო ადრე. სატენდერო დოკუმენტაციას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 28,000 ლარის ან 16,000 აშშ დოლარის ოდენობით. დაგვიანებული წინადადებები არ მიიღება.              

სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება უშუალოდ მათი მიღების ბოლო ვადის დასრულებისთანავე, პრეტენდენტის მიერ შერჩეული წარმომადგენლის თანდასწრებით, რომლებიც გადაწყვეტენ დასწრებას.

 

8. „შემსყიდველი“ არ იღებს ვალდებულებას პრეტენდენტების მიერ ტენდერის მომზადების და წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებზე.