სიხლეები   ქ. ურეკში წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა
29.07.2014
  
 

მოწვევა ტენდერში მონაწილეობის შესახებ

 

თარიღი:

28 ივლისი, 2014

სესხის ნომერი და დასახელება

სესხის No. 2749-GEO პირველი ტრანში; სესხის No. 2807-GEO მეორე ტრანში და სესხის No. 3078-GEO მესამე ტრანში

საქართველოს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა (ტრანში 1; ტრანში 2 და ტრანში 3)

კონტრაქტის დასახელება და ნომერი:

ქ. ურეკში წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა, P43405-ICB-URE-01

წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:

09 სექტემბერი, 2014 12:00 სთ (ადგილობრივი დრო)

 

 

1.             საქართველომ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) ურბანული მომსახურების საინვესტიციო პროგრამების (ტრანში 1; ტრანში 2 და ტრანში 3) დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოხსენებული კონტრაქტის დასაფინანსებლად. საერთაშორისო სატენდერო ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პრეტენდენტებს აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებიდან.  

 

2.             შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ (შემდგომში „დამქირავებელი“) აცხადებს დალუქული სატენდერო წინადადების მიღებას უფლებამოსილი პრეტენდენტებისგან, ქ. ურეკში წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების მშენებლობაზე. პროექტი მოიცავს შემდეგ ძირითად სამუშაოებს: დაახლოებით 65 კმ. წყალსადენი მილის და დაახლოები 55 კმ კანალიზაციის მილის მოწყობას; ორი რეზერვუარის მშენებლობას (2 X 3,000მ3 და 1 X 1,200 მ3), 1 წყალმომარაგების და 31 კანალიზაციის საქაჩი სადგურის მოწყობას და 10 სასმელი წყლის ჭის ბურღვით სამუშაოებს. სამუშაოები დაფინანსდება სხვადასხვა ტრანშიდან. კერძოდ: პირველი ტრანშიდან - რეზერვუარების და საქაჩი სადგურების მშენებლობა; მეორე ტრანშიდან - შიდა ქსელის მოწყობა და მესამე ტრანშიდან - წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების ყველა სხვა სამშენებლო სამუშაო.

 

3. საერთაშორისო სატენდერო ვაჭრობა (ICB) წარიმართება აზიის განვითარების ბანკის ერთ-ეტაპიანი ერთ-კონვერტიანი (წინასაკვალიფიკაციო შერჩევის გარეშე) სატენდერო პროცედურების შესაბამისად. ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა პრეტენდენტს უფლებამოსილი ქვეყნიდან, რომლის ჩამონათვალი მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

 

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგით:

-           საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა: მინიმუმ 22 მილიონი აშშ დოლარის (ან ექვივალენტი) ოდენობის საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა, რომელიც დაანგარიშებული უნდა იყოს სრული დადასტურებული გადახდებით, მიღებული ბოლო სამ წელიწადში მიმდინარე ან დასრულებულ კონტრაქტებიდან (ერთობლივი საწარმოს შემთხვევაში: თითოეული პარტნიორი უნდა აკმაყოფილებდეს მთლიანი მოთხოვნის 25%-ს, ხოლო ერთი პარტნიორი 40%-ს);

-          ფინანსური რესურსები:  პრეტენდეტნმა უნდა დაადასტუროს ლიკვიდური აქტივების ან საკრედიტო ხაზის არსებობა, ან სხვა ფინანსურ რესურსებთან ხელმისაწვდომობა 3,7 მილიონ აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით (ერთობლივი საწარმოს შემთხვევაში: თითოეული პარტნიორი უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნის 25%-ს ხოლო ერთი პარტნიორი მოთხოვნის 40%-ს);

-          მსგავსი მოცულობისა და ხასიათის ხელშეკრულებები: პრედენტენტს ბოლო 5 წლის განმავლობაში წარმატებით უნდა ჰქონდეს განხორციელებული მინიმუმ 1 ანალოგიური ხელშეკრულება, რომლის ღირებულება შეადგენს 35 მილიონ აშშ დოლარის ექვივალენტს, სადაც პრეტენდენტი გამოდიოდა კონტრაქტორად, მენეჯმენტ კონტრაქტორად ან ქვეკონტრაქტორად; მოცემული ხელშეკრულებები წინადადების წარმოდგენისას უნდა იყოს არსებითად ან სრულად დასრულებული. კონტრაქტები ანალოგიურად ჩაითვლება ხელშეკურლების მოცულობის, სამუშაოების ტიპის, სირთულის, მეთოდების, ტექნოლოგიებისა და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, რაც დეტალურად მოცემულია დამსაქმებლის მოთხოვნებში (სატენდერო დოკუმენტაციის მეექვსე ნაწილი).

4. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, პრეტენდენტები უნდა დაუკავშირდნენ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ შემდეგ მისამართზე:

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“

0186, ვაჟა-ფშაველას გამზირი 76, თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (995 32) 291 90 60

ელექტრონული ფოსტის მისამართი: m. shalamberidze@water.gov.ge, i.mazanishvili@water.gov.ge

 

5.        სატენდერო დოკუმენტაციის ინგლისურ ენაზე შესაძენად, უფლებამოსილმა პრეტენდენტებმა უნდა უზრუნველყონ:

·         ქ. ურეკში წყალმომარაგების და კანალიზაციის ქსელის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციის (ნომერი: P43405-ICB-URE-01) მოთხოვნის შესახებ წერილის გამოგზავნა ზემოაღნიშნულ მისამართზე;

·         300 აშშ დოლარის ოდენობის აუნაზღაურებელი გადასახადის გადახდა აღნიშნული დოკუმენტაციის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში მისაღებად ან 500 აშშ დოლარის ოდენობის აუნაზღაურებელი გადასახადის გადახდა, დოკუმენტაციის კურიერის მეშვეობით მიღების შემთხვევაში.

 

ელექტრონული გადარიცხვა უნდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე:

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

სს ლიბერთი ბანკი, ცენტრალური ფილიალი

SWIFT კოდი:                        LBRTGE22

ანგარიშის ნომერი:             GE67LB0113123325230095 GEL

GE40LB0113123325230096 USD

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ელექტრონული გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის და მოთხოვნის წერილის წარმოდგენის შემდეგ. ალტერნატივის სახით, წერილობითი მოთხოვნის წარდგენისა და გადასახადის უზრუნვეყლოფის შემდეგ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურიერის მეშვეობით გაუგზავნის სატენდერო დოკუმენტაციას დაინტერესებულ პრეტენდენტებს. სატენდერო დოკუმენტაცია გაიცემა დაბეჭდილი ფორმატით (ელექტორნული ვერსიის გაცემაც მოხდება, თუმცა ბეჭდურ და ელექტრონულ ვერსიებს შორის არსებული შეუსაბამოების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ბეჭდურ ვერსიას).

 

6. წარმოადგინეთ თქვენი სატენდერო წინადადება:

·         ზემოაღნიშნულ მისამართზე

·         2014  წლის 09 სექტემბრის 12:00 საათზე (ადგილობრივი დროით) ან უფრო ადრე

·         სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიასთან ერთად.       

სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება უშუალოდ მათი მიღების ბოლო ვადის დასრულებისთანავე, პრეტენდენტის მიერ შერჩეული წარმომადგენლის თანდასწრებით, რომლებიც გადაწყვეტენ დასწრებას.