კონსოლიდირებული ტენდერები   ხშირად დასმული კითხვები/შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ   რეკომენდაცია აგაი სისტემის გარეშე საწვავის შესყიდვისას შესაბამისი მეთოდების გამოყენების თაობაზე
რეკომენდაცია
 
საწვავის შესყიდვის (ჩასხმის) კონტროლის მექანიზმებია:
ა) საწვავის შესყიდვა „აგაი“ სისტემის მეშვეობით
ბ) საწვავის შესყიდვა ნომრიანი პლასტიკური ბარათების მეშვეობით
გ) საწვავის შესყიდვა უნომრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით
დ) საწვავის შესყიდვა ტალონების მეშვეობით
განვიხილოთ თითოეული მათგანის არსი და რომელი რა შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული:
საწვავის შესყიდვის მიზნობრიობა ყველაზე უკეთ  „აგაი“ სისტემის მეშვეობით კონტროლდება. აღნიშნული სისტემის გამოყენებით საწვავი ხვდება მხოლოდ ავტორიზებული ავტომანქანის ავზში და ამ გზით საწვავის ჩასხმისას მინიმუმამდეა დაყვანილი არამიზნობრივი ხარჯვა (მისი ჩასხმა არასამსახურებრივი დანიშნულებისათვის ან არაავტორიზებულ ავტომანქანებში და სხვა).
აღნიშნულიდან გამომდინარე, სატენდერო კომისია პრიორიტეტს ანიჭებს და მიესალმება საწვავის ჩასხმას „აგაი“ სისტემის გამოყენებით, მაგრამ არსებობს გარკვეული ობიექტური გარემოებები, როდესაც საწვავის ჩასხმა „აგაი“ სისტემის მეშვეობით ვერ ხერხდება და აუცილებელია ნომრიანი პლასტიკური ბარათების, უნომრო პლასტიკური ბარათებისა ან/და ტალონების გამოყენება. განვიხილოთ სხვადასხვა შემთხვევა, რომლის დროსაც მიზანშეწონილია მათი გამოყენება:
  1. საწვავი უნდა ჩაისხას ისეთ ავტომანქანაში/სპეცტექნიკაში, რომელსაც გააჩნია სახელმწიფო ნომერი, შესაძლებელია მისი გადაადგილება და მიყვანა ავტოგასამართ სადგურზე, მაგრამ მის ავზზე ტექნიკურად შეუძლებელია ან გაუმართლებელია „აგაი“ სიტემის დამონტაჟება (მაგ: სატვირთო ავტომანქანა, სახანძრო ავტომანქანა, დასუფთავების მანქანა და ა.შ). ასეთ შემთხვევაში კომისია გასცემს ნებართვას, რათა საწვავის ჩასხმა მოხდეს ნომრიანი პლასტიკური ბარათების გამოყენებით.
 
  1. საწვავი უნდა ჩაისხას ისეთ სპეცტექნიკაში, რომელსაც აქვს სახელმწიფო ნომერი, მაგრამ შეუძლებელია საწვავით მომარაგების მიზნით, ყოველ ჯერზე მათი მიყვანა ავტოგასამართ სადგურზე (მაგალითად, მუხლუხა ტრაქტორი, ბულდოზერი, თოვლსაწმენდი ტექნიკა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა, მძიმე ტექნიკა, სამხედრო ტექნიკა და ა.შ). ასეთი ტექნიკისათვის აუცილებელია საწვავის ადგილზე მიტანა და ჩასხმა. აღნიშნულ შემთხვევაში შესაძლებელია საწვავის შესყიდვა განხორციელდეს უნომრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით.
 
  1. საწვავის უნდა ჩაისხას ოპერატიული დანიშნულების ავტომანქანებში. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია საწვავის ჩასხმა განხორციელდეს უნომრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით.
 
  1. საწვავი უნდა ჩაისხას ისეთ ტექნიკაში, რომელიც უზრუნვეკლყოფს უწყვეტ ენერგომომარაგებას (მაგ: დიზელ-გენერატორი) ან შენობა-ნაგებობის გათბობას (მაგ: გამათბობელი), არ გააჩნია სახელმწიფო ნომერი (მაგ: ბენზოხერხი, ბენზოცელი) მსგავსი ტიპის ტექნიკისათვის საჭიროა საწვავის ადგილზე მიტანა და ჩასხმა. აღნიშნულ შემთხვევაში, შესაძლებელია საწვავის შესყიდვა განხორციელდეს უნომრო პლასტიკური ბარათის გამოყენებით.
 
  1. ლიმიტის ფარგლებში საწვავი  გამოყოფილია საჯარო მოხელეებისათვის, რომელთაც არ ჰყავთ სამსახურებრივი ავტომანქანა და საწვავს ისხავენ საკუთარ ავტომანქანებში. იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი სტაბილურად იყენებს მის კერძო მფლობელობაში არსებულ ერთსა და იმავე ავტომანქანას, რეკომენდირებულია საწვავის ჩასხმა მოხდეს „აგაი“ სისტემის მეშვეობით ან უკიდურეს შემთხვევაში - ნომრიანი პლასტიკური ბარათის გამოყენებით.
 
  1. საწვავის ჩასხმა უნდა განხორციელდეს მსუბუქ ავტომანქანაში ან სახელმწიფო ნომრიან, მარტივად გადაადგილებად ისეთ სპეცტექნიკაში, რომელსაც ორგანიზაცია დროებით, მოკლე ვადით ან ერთჯერადად ქირაობს (დროებითი სარგებლობის რაიმე ფორმით იყენებს) გარკვეული სამუშაოების შესასრულებლად. ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია საწვავის ჩასხმა განხორციელდეს უნომრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით ან უკიდურეს შემთხვევაში - ტალონების მეშვეობით.
 
 
  1. სატენდერო დოკუმენტაციის 5.9 პუნქტის შესაბამისად, 15 კმ-ზე მეტი მანძილის დაშორების გამო, კომისიის ნებართვის საფუძველზე საწვავის შესყიდვა ხდება ერთი თვის საჭირო ოდენობით, რომელიმე სხვა არაგამარჯვებული კომპანიისაგან (რომელიც ბაზრის კვლევის შედეგად შემსყიდველს შესთავაზებს ყველაზე დაბალ ფასს). იმ შემთხვევაში, თუ სხვა არაგამარჯვებული მიმწოდებელი უარს აცხადებს ნომრიანი ან უნომრო პლასტიკური ბარათების დამზადებაზე, შესაძლებელია საწვავის შესყიდვა განხორციელდეს ტალონების მეშვეობით.
 
  1. გამარჯვებული კომპანიის ავტოგასამართი სადგური შემსყიდველი ორგანიზაციისაგან დაშორებულია 15 კმ-ზე მეტი მანძილით. ასეთ შემთხვევაში, ხშირად, შემსყიდველი ორგანიზაცია არაგამარჯვებული მიმწოდებლისაგან შესყიდვის ნაცვლად, სახსრების რაციონალური ხარჯვის გამო, პრიორიტეტს ანიჭებს საწვავის შესყიდვას
 
გამარჯვებული მიმწოდებლისაგან, ოღონდ „აგაი“ სისტემის გარეშე, რათა თავიდან აიცილოს ავტომანქანების მივლინება საწვავით მომარაგების მიზნით, დიდ მანძილზე მყოფ სადგურებზე. აღნიშნულ შემთხვევაში, ის ახორციელებს საწვავის ადგილზე მიტანას და დარეზერვებას. ასეთ დროს შესაძლებელია საწვავის ჩასხმა განხორციელდეს უნომრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით.
 
 
კომისიისადმი მიმართვისას, საწვავის აგაი სისტემის გარეშე  შესყიდვის მიზნით,  გთხოვთ იმქომედოთ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ზუსტად განმარტოთ, თუ რატომ ანიჭებთ უპირატესობას საწვავის ჩასხმის თქვენ მიერ მოთხოვნილ მეთოდს. მკაფიოდ დაასაბუთოთ, თუ რატომ არ შეგიძლიათ ისეთი მეთოდის გამოყენება, რომელიც თქვენ მიერ მოთხოვნილთან შედრებით უფრო მეტ კონტროლს უზრუნველყოფს.