სიხლეები   ტანსაცმლის მწარმოებელი მეწარმეების საყურადღებოდ!
14.08.2018
  
 
2018 წლის 17 აგვისტოს, 12 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8) გაიმართება სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის შეხვედრა ბიზნესმენებთან  - ტანსაცმლის (სამუშაო ტანსაცმელი, გარე ტანსაცმელი და სპეციალური ტანსაცმელი) მწარმოებელ მეწარმეებთან.

შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებს, ვთხოვთ, 16 აგვისტომდე დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს მარტა ქარუმიძეს ნომერზე 599585688 ან ელექტრონულ ფოსტაზე: mkarumidze@spa.ge