სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „ემარჯი“
29.01.2021
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „ემარჯი“

შპს „ემარჯი“
ს/ნ: 426542057

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2020 წლის 31 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ 2020 წლის 29 დეკემბრის № 669/12-2020 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 12326), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ემარჯის“ (ს/ნ: 426542057) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2020 წლის 17 დეკემბრის № 1712/02 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR200147285) ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.