სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „ლედა მშენი“
09.03.2021
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „ლედა მშენი“

შპს „ლედა მშენი“
ს/ნ: 400111767


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2021 წლის 16 თებერვალს წარმოდგენილ იქნა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 16 თებერვლის №397/09 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 1315), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ლედა მშენის“ (ს/ნ: 400111767) მიერ NAT190012327 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2019 წლის 22 ივლისის №142 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.