სიხლეები   საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული მორიგი პროგრესი
17.03.2021
  
 
eu.png


























“ევროკავშირი აფასებს პროგრესს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებით.“ ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ,  პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ  განაცხადა. აღნიშნული განცხადება იყო გამოხმაურება საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში საჯარო შესყიდვების მიმართულებით განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე.
რეფორმების დღის წესრიგში აქტუალური იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი დავების განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს შექმნა. ახალი დავების საბჭო, რომლის წევრებიც კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შედეგად საჯარო კონკურსის წესით შეირჩნენ, 2021 წლის 1 იანვრიდან შეუდგა ფუნქციონირებას.
საჯარო შესყიდვების სფეროში რეფორმა ამით არ შემოიფარგლება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების   შესრულების მიზნით, ამზადებს სრულიად ახალ კანონპროექტს „საჯარო შესყიდვების შესახებ“, რომელიც კარდინალურად შეცვლის არსებულ მიდგომებს, დააწესებს საჯარო შესყიდვების ახალ პროცედურებსა და ინსტრუმენტებს, აგრეთვე მოიცავს ისეთ ახალ სფეროებს, როგორიცაა პროფესიონალიზაცია, ასევე თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესყიდვები. ამ კანონპროექტის  მიღებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება  ევროკავშირთან და ნატო-სთან ჩვენი ქვეყნის შემდგომი დაახლოების გზაზე.