სიხლეები   საჯარო შეტყობინება – ი.მ. თემურ აბრამიშვილი
19.03.2021
  
 
საჯარო შეტყობინება – ი.მ. თემურ აბრამიშვილი

ი.მ. თემურ აბრამიშვილი
პირადი №38001041985


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2021 წლის 18 თებერვალს წარმოდგენილ იქნა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 18 თებერვლის №53/776 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 1446), რომლითაც სააგენტოს ეცნობა NAT210000929 ელექტრონული ტენდერიდან ი.მ. თემურ აბრამიშვილის (პირადი №38001041985) დისკვალიფიკაციის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.