სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
14.04.2021
  
 
გაცნობებთ, რომ სადეზინფექციო რეზინის ხალიჩის - დეზობარიერის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე
CON200000310 შეწყვეტილია. შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, შესაძლოა, გამოცხადდეს ახალი კონსოლიდირებული ტენდერი.
 
ყოველი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი კონსოლიდირებული ტენდერის დაგეგმვისა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოებისთვის, გთხოვთ, არაუგვიანეს 2021 წლის 19 აპრილისა, აღნიშნულ მეილზე Med.sanitary2021@spa.gov.ge მოგვაწოდოთ შევსებული ცხრილი (იხ. ცხრილი), იმ შემთხვევაში თუ გეგმავთ დეზობარიერის (39330000 - სადეზინფექციო მოწყობილობების) შესყიდვას 2021 წლის სახსრებით.
 
დამატებით მოგახსენებთ, რომ დაუშვებელია ცხრილში მოცემული მონაცემების ნებისმიერი სახით დაკორექტირება ან/და ინფორმაციის წაშლა! თქვენთვის სასურველი ინფორმაციის ჩაწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ ველებში, რომლებიც შეფერილია წითლად, ხოლო მონაცემის შეყვანისთანავე, შეიფერება მწვანედ. სურვილის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ „დამატებითი ინფორმაციის“ სვეტი.
 
გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ Excel-ის ფორმატით მოცემული ცხრილი.
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ცხელი ხაზი: +995 32 2 484 822
+995 32 2 242 248   შიდა: 39
საკონტაქტო პირი: ნინო გამრეკელი 598 380 780



მიბმული ფაილები