სიხლეები   მდგრადი საჯარო შესყიდვების სამართლებრივი დებულებების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
19.05.2021
  
 
550.jpg
























გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშომლობით, მდგრადი საჯარო შესყიდვების სამართლებრივი დებულებების შესახებ საკონსულტაციო სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის, სამინისტროების, მსხვილი შემსყიდველი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლებმა. სამუშაო შეხვედრის მიზანია მონაწილეთათვის მდგრადი საჯარო შესყიდვების არსისა და მისი სარგებლის, აგრეთვე, მის დასანერგად გადასადგმელი ნაბიჯებისა და ამ მიმართულებით მომზადებული სამართლებრივი დებულებების პროექტების გაცნობა.
შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ ალექსანდრე დარასმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნეს. თამარ ალადაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამუშაო შეხვედრაში დაინტერესებული მხარეებისა და იმ ადამიანების მონაწილეობა, რომლებიც მომავალში გარკვეულწილად ჩართულნი იქნებიან ქვეყანაში მდგრადი საჯარო შესყიდვების სისტემის დანერგვისა თუ შემდგომი ფუნქციონირების პროცესში. 
საკონსულტაციო სამუშაო შეხვედრას, რომელიც  დისტანციურად ჩატარდა, UNEP-ის პროექტის საერთაშორისო ექსპერტი ბატონი ერიქს მეზალისი და ეროვნული სამართლის ექსპერტი ნატო ბერიძე უძღვებოდნენ.
შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს  ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის – „EU4 Environment“-ის ფარგლებში გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობათა გაძლიერებას მდგრადი საჯარო შესყიდვების და ეკო-მარკირების სისტემის ეფექტური დანერგვისა და ფუნქციონირებისათვის.