სიხლეები   რეკომენდაციები ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას ბაზრის კვლევის განხორციელებასთან დაკავშირებით
30.06.2021
  
 
გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას ბაზრის კვლევის განხორციელებასთან დაკავშირებით. ხსენებული დოკუმენტი განსაზღვრავს ელექტრონული ტენდერის განხორციელებამდე გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებებს. მითითებული რეკომენდაციებით გათვალისწინებული აუცილებელი ღონისძიებების პრაქტიკული განხორციელება მნიშვნელოვანია ელექტრონული ტენდერის წარმატებით ჩატარების, აგრეთვე შემსყიდველი ორგანიზაციისა და ბიზნეს წრეების ინტერესების დაკმაყოფილების თვალსაზრისით.

შემსყიდველ ორგანიზაციებს მოეთხოვებათ, გაითვალისწინონ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას ბაზრის კვლევის განხორციელებასთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაცია, რათა მიღწეულ იქნეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნები და უზრუნველყოფილ იქნას ელექტრონული ტენდერის წარმატებით განხორციელება.

გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილი.