სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
08.07.2021
  
 
გაცნობებთ, რომ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების აუცილებლობის გათვალისწინებითა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპის დაცვით, აგრეთვე,  „2020-2021 წლების განმავლობაში სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2394 განკარგულების მე-5 პუნქტის საფუძველზე, სატელევიზიო არხების თანხმობისა და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით (იხ. ოქმები NCON200000162-5; NCON200000163-5; NCON200000164-6), სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) 2020-2021 წლების კონსოლიდირებული ტენდერების (CON200000162; CON200000163; CON200000164) ფარგლებში მომსახურების ვადა გაგრძელდა 2022 წლის ახალი კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 15 იანვრის ჩათვლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, 2021 წლის განმავლობაში სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) სახელმწიფო შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის გასაფორმებლად მიმართოთ წინამდებარე კონსოლიდირებულ ტენდერებში (CON200000162; CON200000163; CON200000164) გამარჯვებულ მიმწოდებლებს.
ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სატენდერო კომისიის 2021 წლის 27 აპრილის NCON200000162-4 და NCON200000164-5 სხდომის ოქმებში მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით, სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) 2020-2021 წლების კონსოლიდირებული ტენდერის (CON200000164) ფარგლებში მომსახურების გაგრძელებული ვადის განმავლობაში (15.07.2021 – 15.01.2022) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ კვლავ ვეღარ განახორციელებს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევას.

მიბმული ფაილები