სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „გამა“
08.07.2021
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „გამა“

შპს „გამა“
ს/ნ: 402007289


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2021 წლის 15 ივნისს წარმოდგენილ იქნა სსიპ „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ 2021 წლის 15 აპრილის № 5/31 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 4717), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „გამას“ (ს/ნ: 402007289) მიერ NAT210004847 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2021 წლის 14 მაისის №21/61 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.