სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
21.07.2021
  
 
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილების საფუძველზე, 2021 წლის განმავლობაში საჭირო ნიღბების (პირბადეების) შესყიდვის მიზნით ხორციელდება მოსამზადებელი ღონისძიებები.
 
კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2021 წლის 23 ივლისისა, აღნიშნულ მეილზე Med2021@spa.gov.ge მოგვაწოდოთ შევსებული ცხრილი (იხ. ბმული) ნიღბების (33114000 - სამედიცინო სახარჯი მასალები) შესახებ, რომლის შესყიდვასაც გეგმავთ 2021 წლის სახსრებით.
 
გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ Excel-ის ფორმატით მოცემული ცხრილი.
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
საკონტაქტო ინფორმაცია: +995 32 2 242 248   შიდა: 39
ნინო გამრეკელი 598 380 780;      სალომე ძოძუაშვილი 598 26 52 54.
 


მიბმული ფაილები