სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „რუმსი“
23.07.2021
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „რუმსი“

შპს „რუმსი“
ს/ნ: 405101429


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2021 წლის 1 ივლისს წარმოდგენილ იქნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 1 ივლისის № 88-882118220 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 5232), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „რუმსის“ (ს/ნ: 405101429) მიერ NAT190008963 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2019 წლის 27 ივნისის № 126 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge.