სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „აჭარპრესა“
30.07.2018
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „აჭარპრესა“
 
შპს „აჭარპრესა“
ს/ნ: 245524561
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2018 წლის 12 ივლისს წარმოდგენილ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – საარქივო სამმართველოს 2018 წლის 12 ივლისის №01-24/397 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №5834), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „აჭარპრესის“ (ს/ნ: 245524561) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2017 წლის 6 დეკემბრის №122 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით (CMR170199598) ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.