სიხლეები   მუნიციპალიტეტების საყურადღებოდ!
05.04.2016
  
 
პატივცემულო კოლეგებო,
 
გაცნობებთ, რომ მიმდინარე 2016 წელს, ისევე, როგორც გასულ წლებში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით, ამავე უწყების სასწავლო ცენტრში ტარდება ათდღიანი ტრენინგ-კურსები, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთათვის.
მიმდინარე ეტაპზე, ჩვენს მიერ შემოთავაზებული „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“ განკუთვნილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული მოსამსახურეებისათვის. ასევე, საქართველოს მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (ააიპ-ების, შპს-ებისა და სხვ.) შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის.
სწავლების პროცესი წარიმართება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში, სადაც შექმნილია სწავლისათვის კომფორტული გარემო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტრენინგს გაუძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.
გთხოვთ, უზრუნველყოთ თქვენდამი რწმუნებული უწყების შესყიდვების კუთხით მომუშავე სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებული იმ მოსამსახურეების განაცხადების ელექტრონული რეგისტრაციის ფორმით მოწოდება, ვინც მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო პროცესში.
იხ. http://www.procurement.gov.ge/TrainingCenter/training/registration.aspx
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უზრუნველყოფს სწავლებისა და ყოველდღიურად ერთჯერადი კვების (ყავა-შესვენების) დაფინანსებას. ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯები სააგენტოს მიერ არ ანაზღაურდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ:
  
საკონტაქტო პირი: ნინო ჭავჭავაძე

577 24 44 28;  2 242 248      შიდა ნომერი: 14

nchavchavadze@spa.ge

www. procurement.gov.ge

http://www.procurement.gov.ge/TrainingCenter.aspx