სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
03.08.2021
  
 

2021 წლის სექტემბერ-დეკემბრის სემესტრის განმავლობაში, სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, იხილეთ თანდართული ცხრილები მუნიციპალიტეტის ფარგლებში განსახორციელებელ ჩვენს ხელთ არსებულ მიმართულებებთან დაკავშირებით.

მოცემული ცხრილები შეიცავს ინფორმაციას რომელიც განახლებულია 2021 წლის იანვარ-მაისის სემესტრისთვის შემდგარი კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადების მომენტისათვის (არ შეიცავს ტენდერის შემდგომ შეტანილ ცვლილებებს). შესაბამისად, გთხოვთ იხილოთ თანდართულ დოკუმენტებში თქვენი მუნიციპალიტეტის ცხრილი და საჭიროებისამებრ, რესურს ცენტრებთან ერთად, დააკორექტიროთ და გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე transportation2021@spa.gov.ge

ცხრილების კორექტირებისას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ:

1.       სკოლის მოსწავლეების რაოდენობას

2.       საორიენტაციო სამარშრუტო კილომეტრაჟს

3.       სასწავლო დღეების რაოდენობას (გამოთვლილი უნდა იყოს იანვარში სემესტრის დაწყებიდან ზაფხულში სემესტრის დამთავრების ჩათვლით).

კონკრეტულად, სამარშრუტო კილომეტრაჟის შემოწმების დროს, გაითვალისწინეთ რომ კილომეტრაჟი უნდა იყოს დათვლილი 1 გზაზე (ბავშვების წაყვანა ან მათი წამოყვანა), განურჩევლად მარშრუტის შესასრულებლად საჭირო სატრანსპორტო საშუალებებისა ან გზების რაოდენობებისა.

მაგალითად: თუ A პუნქტიდან გადასაყვანია 80 მოსწავლე, რომელთაც სწავლა ეწყებათ დილის 9:00 საათზე და ასრულებენ 15:00-ზე, ხოლო დისტანცია 2 პუნქტს შორის არის 10 კილომეტრი, ცხრილში ეს ინფორმაცია უნდა გაიწეროს შემდეგნაირად:

 

მიმართულება - მოსწავლეების სკოლაში წაყვანა ან მათი სკოლიდან წამოყვანა. დანართ #1-ში მოცემული მიმართულებების სავარაუდო მანძილი ითვალისწინებს მოსწავლეების საწყისი წერტილიდან სკოლაში წაყვანის ან სკოლიდან საწყის წერტილამდე წამოყვანის დისტანციას.

იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში სწავლა მიმდინარეობს რამდენიმე ცვლაში, ცალკეულ გზებად უნდა იყოს გამოყოფილი ცალკეული ცვლების დასასრულისას შესასრულებელი მიმართულებები.  

მაგ: თუ B პუნქტიდან #2 სკოლამდე დისტანცია არის 5კმ., გადასაყვანია 20 მოსწავლე და სწავლას ყველა იწყებს ერთდროულად დილის 9 საათზე, ხოლო შემდეგ 8 პირველკლასელი ასრულებს სწავლას 13:00-ზე და 12 უფროსკლასელი 15:00-ზე, ეს ინფორმაცია ცხრილში უნდა გაიწეროს შემდეგნაირად:

 

 

შესაბამისად, კილომეტრაჟი უნდა აჩვენებდეს მხოლოდ A პუნქტიდან სკოლამდე ან სკოლიდან A პუნქტამდე დისტანციას, სასწავლო ცვლების მიხედვით.

სამარშრუტო კილომეტრაჟის შევსებისას, გთხოვთ გამოიყენოთ იგივე ფორმატი, როგორითაც ცხრილია შედგენილი (მაგ: არ დაწეროთ 3345 მეტრი, დაწერეთ 3.345, არ დასვათ მძიმეები, გამოიყენეთ წერტილები).

გთხოვთ, არცერთი ფორმით არ შეეხოთ შემდეგ გრაფებს:

1) მიმართულების ღირებულების კოეფიციენტი

2) მიმართულების ღირებულება დღე

3) მიმართულების სრული საორიენტაციო ღირებულება

4) გზები

5) 1 გზის ფასი

6) სამარშრუტო კილომეტრის ფასი

7) ჯამური ღირებულება

 

საჭიროების შემთხვევაში, ცხრილში დაამატეთ განსახორციელებელი მიმართულებები, აგრეთვე  ამოიღეთ მიმართულებები რომლებიც ცხრილში არის, მაგრამ ნებისმიერი მიზეზით აღარ საჭიროებს შესრულებას.

 

ცხრილების შედგენისას, სავალდებულოა იხელმძღვანელოთ დანართი #1 (კრიტერიუმები)-ში არსებული კრიტერიუმებით.

 

არაუგვიანეს 6 აგვისტოსა Excel-ის ცხრილთან ერთად, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ (მეილი: transportation2021@spa.gov.ge) ხელმოწერილი და დადასტურებული დოკუმენტი სადაც მითითებული იქნება ცხრილზე პასუხისმგებელი პირი და მისი საკონტაქტო ინფორმაცია.

 

გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ პროექტს გააჩნია საზოგადოების მომეტებული ინტერესი და მისი წარმატებულად განხორციელება დამოკიდებულია თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

მობილური: 557 72 72 73 (ერეკლე ანთაძე)

მეილი: transportation2021@spa.gov.ge

 

მიბმული ფაილები