სიხლეები   შპს „NEW STYLE BUILDING“-ს (ს/ნ: 445416871)
25.11.2022
  
 

 

 

შპს „NEW STYLE BUILDING“

 

შპს „NEW STYLE BUILDING“

 

ს/ნ: 445416871

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2022 წლის 1 ნოემბერს წარმოდგენილ იქნა გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 31 ოქტომბრის № 20-2022304368 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №8385), რომლითაც სააგენტოს ეცნობა ამხანაგობა „საპროექტო-საექსპერტო ჯგუფის“ (ს/ ნ: 245800502) მიერ NAT220001586 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2022 წლის 15 თებერვალს № 15 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტისა და იმავე წესისა და პირობების მე-7 მუხლის 8 1 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge