სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „გამა“
16.08.2021
  
 

საჯარო შეტყობინება – შპს „გამა“ შპს „გამა“

 

შპს „გამა“

ს/ნ: 402007289

 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2021 წლის 12 ივლისს წარმოდგენილ იქნა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 9 ივლისის № 10-102119039 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 5513), რომლითაც სააგენტოს შპს „გამას“ (ს/ნ: 402007289) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2021 წლის 4 ივნისის № 48 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით (CMR210072695) ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.