სიხლეები   შეიქმნა თეთრი სია
14.05.2012
  
 

2012 წლის 11 მაისს ძალაში შევიდაგამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზეკონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 11 მაისის N4 ბრძანება, რომლის შედეგად შეიქმნა შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრი (თეთრი სია)

თეთრ სიაში ხდება იმ მიმწოდებლის დარეგისტრირება, რომელიც აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულიგამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესისმოთხოვნებს.

თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებელი სარგებლობს შემდეგი შეღავათებით:

)შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებელი შესაძლებელია გათავისუფლდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენისგან;

)ხელშეკრულების შესრულების გარანტია თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებლისაგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების ღირებულების 1%-დან 5 %-მდე ოდენობით;

)თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებელი თავისუფლდება გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში/ელექტრონულ ტენდერში საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებისაგან, იმის მიუხედავად, ითვალისწინებს თუ არა სატენდერო დოკუმენტაცია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნას;

)წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევრის ოდენობის გარანტია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო თავის ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) აწარმოებს და განათავსებს თეთრ სიას, რომელიც ელექტრონულად ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.