სიხლეები   შესყიდვის პრიორიტეტული ობიექტების მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ „ონლაინ“ ტრენინგი გაიმართა
30.07.2021
  
 

 

 

29 ივლისს შესყიდვის პრიორიტეტული ობიექტების მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ „ონლაინ“ ტრენინგი გაიმართა. ტრენინგი ჩატარდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მჭიდრო თანამშომლობით. „ონლაინ“ ტრენინგი მიზნად ისახავდა მდგრადი საჯარო შესყიდვების არსის, მისი სარგებლის, ასევე მდგრადი საჯარო შესყიდვების ახალი მიდგომების პრაქტიკაში იმპლემენტაციის მიზნით მომზადებული სამართლებრივი დებულებების და სახელმძღვანელოების შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის გაცნობას.

 

ტრენინგს საერთაშორისო ექსპერტი ერიქს მეზალისი და ეროვნული სამართლის ექსპერტი ნატო ბერიძე უძღვებოდნენ. ტრენინგში ასევე მონაწილეობა მიიღეს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP), ევროკავშირის EU4Environment პროგრამის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და 50-მდე შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.


ტრენინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის – „EU4Environment“-ის ფარგლებში გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობათა გაძლიერებას საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების და ეკო-მარკირების სისტემის ეფექტური დანერგვისა და ფუნქციონირებისათვის.