ბაზრის კვლევა   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ატარებს ბ
18.08.2015
   
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“, სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის მიზნით, შესაბამისი ტენდერის გამოცხადებამდე, ატარებს ბაზრის  კვლევას სავარაუდო ღირებულების დასადგენად  და მოწვევას ინტერესთა გამოხატვაზე
 
შესყიდვისობიექტი: ქ. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე სამი ობიექტის კერძოდ, სახანძრო დეპოს, ავტოფარეხისა და პერსონალის შენობის  მშენებლობა.
მიწოდების ვადა:  მშენებლობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
 
შესყიდვის ობიექტის პროექტის არქიტექტურული ნაწილიდა განმარტებითი ბარათი მოცემულია წინამდებარე განცხადების დანართში №1. დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ გაეეცნონ პროექტის დანარჩენ ნაწილებსაც.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, არა უგვიანეს 2015 წლის 14 აგვისტოს 18:00 საათისა წარმოგვიდგინოთ კომერციული შემოთავაზება, რომელიც შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: t.vakhania@airports.ge

წინასწარ გიხდით მადლობას დაინტერესებისა და მონაწილეობისთვის.


მიბმული ფაილები