ბაზრის კვლევა   სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას (ბრინჯის, წიწიბურას და ლობიოს შესყიდვა)
04.05.2017
  
 
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის“, „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული საქონლის (საკვები პროდუქტი) და თანმდევი მომსახურების (საქონლის მიწოდება ქვეპროგრამის ბენეფიციართათვის) შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით.
 
შესყიდვის ობიექტის ჩამონათვალი და აღწერილობა, აგრეთვე ინფორმაცია დაფასოების შესახებ მოცემულია წინამდებარე განცხადების დანართში N1.
 
შესასყიდი საკვები პროდუქტის ღირებულება უნდა მოიცავდეს საქონლის დაფასოებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრებამდე ტრანსპორტირების ხარჯებს. სამხარეო ცენტრების მისამართი მითითებულია წინამდებარე განცხადების დანართში N2.
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2017 წლის 11 მაისისა, წარმოგვიდგინოთ ინფორმაცია მოსაწოდებელი საქონლის ერთეულის ფას(ებ)ის შესახებ.
 
ამასთანავე გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესასყიდი საკვები პროდუქტის აღწერილობასთან დაკავშირებით. შენიშვნები და წინადადებები არ უნდა ცვლიდეს საქონლის ძირითად პარამეტრებს და შესაძლებელია ემსახურებოდეს მხოლოდ ტექნიკური სპეციფიკაციების დაზუსტებას და მაღალკონკურენტული გარემოს შექმნას.
 
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: glominadze@ssa.gov.ge ან წერილობით წარადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.
დანართი N1
 
დასახელება რაოდენობა დაფასოება ერთეულის ფასი  
მთლიანი ღირებულება

 
ბრინჯი, თეთრი გრძელი 5 365 კგ სავარაუდოდ, 225 შეფუთვა - 5 კგ დაფასოებით.
სავარაუდოდ, 530 შეფუთვა - 8კგ დაფასოებით
   
წიწიბურა 5 365 კგ სავარაუდოდ, 225 შეფუთვა - 5 კგ დაფასოებით.
სავარაუდოდ, 530 შეფუთვა - 8კგ დაფასოებით
   
ლობიო 4 610 კგ სავარაუდოდ, 225 შეფუთვა - 4 კგ დაფასოებით.
სავარაუდოდ, 530 შეფუთვა - 7კგ დაფასოებით