ბაზრის კვლევა   ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ატარებს ბაზრის კვლევა
11.11.2016
  
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო  ქალაქ  ზუგდიდის  საგანმანათლებლო რესურსცენტრის  სახელმწიფო შესყიდვების 2017 წლის  წლიური  გეგმის  შემუშვება/ დამტკიცებისათვის,  რესურსცენტრისათვის მისაღები შესყიდვის  ხელშეკრულების  პირობების განსაზღვრისათვის,   ბაზრისა და ბაზარზე არსებული ფასების გამოკვლევის მიზნით ატარებს   ბაზრის   კვლევას საქონლის და მომსახურების შესყიდვის მიზნით:
 
  1. 1. საკანცელარიო ნივთები;
  2. 2. სამეურნეო საქონელი;
  3. 3. სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები;
  4. 4. ელექტრო საქონელი;
5. კომპიუტერული მომსახურება;
6. სანტექნიკური მომსახურება;
7. ბეჭდვითი მომსახურება.

შესყიდვის ობიექტის დასახელება და რაოდენობა მოცემულია 
წინამდებარე განცხადების დანართში N1.


აღნიშნულიდან  გამომდინარე,  გთხოვთ,  არა  უგვიანეს  2016  წლის  15  ნოემბრისა, შესაბამისი ინფორმაცია და მონაცემები  მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის  მისამართზე:
Zugdidi@mes.gov.ge   ან  წერილობით  წარმოადგინოთ ქალაქ ზუგდიდის  საგანმანათლებლო რესურსცენტრში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, ზვ. გამსახურდიას გამზირი N35). დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი: თეა ეხვაია -  მობ.:   595 096 965.

მადლობას გიხდით ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.

P.S. შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენისას, გთხოვთ მიმწოდებლის მიერ გათვალისწინებული იქნას სატრანსპორტო ხარჯები.