ბაზრის კვლევა   ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ატარებს ბაზრის კვლევას
07.08.2017
   
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილია ქ.თბილისში, N01.18.06.014.098 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული წყლის ობიექტის (ხელოვნური წყალსაცავის) გაწმენდა. ხელოვნური წყალსაცავიდან გასატანი/მოსაცილებელი ლამის (ნალექების)სავრაუდო მოცულობა შეადგენს 4000-4400 მ3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მიზანშეწონილად ჩაითვალა შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდეს შერჩეული 2 მეთოდით. წყალსაცავის გაწმენდის მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ატარებს ბაზრის კვლევას, დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, არაუგვიანეს 2017 წლის 14 აგვისტოს 18 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი წინადადებები:
 
ელ-ფოსტა: ketilmotskoba@tbilisi.gov.ge;
ტელ: 2 378 410; 577 21 40 00;
საკონტაქტო პირი: დავით ფანცულაია;
მის: ქ. თბილისი, შარტავას ქ. N7.
 
მეთოდი 1. ხელოვნური წყალსატევის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს წყლის ქვემეხები და სპეციალიზირებული წყლის ტუმბოები, რათა ქვემეხების საშუალებით მოხდეს არსებული ლამის დაშლა და განზავება, ხოლო წყლის ტუმბოების საშუალებით კი მილების გამოყენებით განზავებული ლამის მასა გადაიქაჩოს საკანალიზაციო კოლექტორში. ამასთან, წყალსატევის გაწმენდა უნდა მოხდეს არსებულ თიხის ქანებამდე. მილების განთვასების სავარაუდო სიგრძე ხელოვნური წყალსატევიდან საკანალიზაციო კოლექტორამდეს შეადგენს 1500-1800 მ.
 
მეთოდი 2. ხელოვნური წყალსატევის ტერიტორიაზე არსებული ლამის ამოღება მოხდეს შესაბამისი სპეცტექნიკის გამოყენებით, ხოლო ამოღებული ლამის ტრასპორტირება განხორციელდეს „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის N32 დადგენილებით დამტიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, იმგვარად, რომ ტრანსპორტირებისას გამორიცხოს ტვირთის გაბნევა/დაღვრა სავალ ნაწილზე და გარემოს დაბინძურება. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეკომენდაციით ამოღებული მასის შეტანა არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე დაშვებული არ არის. მასის გატანა და განთავსება უნდა მოხდეს გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის სალამე მოედანზე (სადაც განთავსებულია მსგავსი ნარჩენები).
 
მომსახურების საერთო ღირებულება და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ობიექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებისა და მასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, ეროვნულ ვალუტაში, ლარში. ასევე გთხოვთ, შესაბამის განაცხადში მიუთითოთ მომსახურების გაწევის ვადა.