ბაზრის კვლევა   შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ატარებს ბაზრის კვლევას
11.08.2017
    
 
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს #1626 განკარგულებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ დაევალა მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით რიგი პროექტების განხორციელება.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის; დუშეთის მიუნიციპალიტეტის სოფლების
მენესოს, სონდას და მჭადიჯვრის; კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი დოესის; მცხეთის
მუნიციპალიტეტის სოფელი მუხათგვერდის; სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების ახალსოფლის და სოფელი შუა ნოსირის გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და სავარაუდო შესრულების ვადის დადგენის მიზნით ვახორციელებთ ბაზრის კვლევას.

გთხოვთ, არაუგვიანეს 2017 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით, მოგვაწოდოთ შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ფასი და შესრულების სავარაუდო ვადა. გაითვალისწინეთ, რომ სამუშაოს დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების
შესახებ.

განსახორციელებელი სამუშაოების საინჟინრო-ტექნიკური პროექტები გადმოგზავნილი იქნება თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართზე.

დეტალური ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე:
www.ggtc.ge, ან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე: www.procurement.gov.ge, ან შპს
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ მოცემულ მისამართზე: კახეთის გზატკეცილი
#21, თბილისი 0190, საქართველო.
საკონტაქტო პირები: იური ბურდული, ნათია ღლონტი.
ტელ: +995 32 224 40 40
ფაქსი: +995 32 224 40 48
ელ.ფოსტა: i.burduli@ggtc.ge; n.glonti@ggtc.ge;
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.

მიბმული ფაილი