ბაზრის კვლევა   სსიპ - ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი ატარებს ბაზრის კვლევას
16.02.2017
  
 
 
სსიპ - ახალციხის  თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (ს/ნ 224069594) ატარებს ბაზრის კვლევას ტექნოლოგიური ნაწილის პროექტირების (საინჟინრო-საპროექტო მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით.

ახალციხის თოჯინების თეატრის
ტექნოლოგიური ნაწილის პროექტირების ტექნიკური სპეციფიკაცია
 
1. სცენის პლანშეტის პროექტი,  ლოკალური ხარჯთაღრიცხვით;
2. სასცენო კონსტრუქციების პროექტი (შტანგეტები, სოფიტები, განათების ფერმები და ა.შ. ) ლოკალური ხარჯთაღრიცხვით;
3.  სასცენო მხატვრული განათების და კაბელიზაციის პროექტი, ლოკალური ხარჯთაღრიცხვით;
4. სასცენო გახმოვანების და კაბელიზაციის პროექტი, ლოკალური ხარჯთაღრიცხვით;
5. ნაკრები ხარჯთაღრიცხვა; 

   მომზადებული პროექტის და თანდართული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების და  დანადგარების ღირებულება  არ უნდა აღემატებოდეს  100 000 ლარს. თეატრის დარბაზის ფართი შეადგენს 148 კმ, სცენის ფართია 30 კმ.

საპროექტო მომსახურების ხარჯთაღრიცხვასთან ერთად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პროექტირების პროცესში გამოყენებული ტექნოლოგიები, ასევე პროექტირების პროცესის მოკლე აღწერა. 
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2017 წლის 28  თებერვლისა, წარმოგვიდგინოთ თქვენს მიერ შემოთავაზებული ღირებულება.
 
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონულ ფოსტაზე: vachovacho29@mail.ru, m-lomsadze@mail.ru ან წერილობით წარმოადგინოთ სსიპ - ახალციხის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, მისამართზე - ახალციხე, ხარიშჭირაშვილის ქ.№1. ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ვახტანგ ქორიძე - (+995) 577 28-81-67

 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.