ბაზრის კვლევა   მოწვევა სატენდერო წინადადების შემოტანაზე
02.06.2017
  
 




თარიღი:                       2017 წლის 22 მაისი
სესხის N და სახელი           სესხი No. 3291/3292-GEO: საქართველო ურბანული მომსახურებების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5
 
კონტრაქტის N და სახელი
 
წინადადების შემოტანის ბოლო ვადა

ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისათვის სამშენებლო, მექანიკური და ელექტრო სამუშაოების შესყიდვა; UWSCG-USIIP- ICB-REG-03a
2017 წლის 3 ივლისი; 14:00 (თბილისის დრო)
 
 
1. საქართველომ აზიის განვითარების ბანკისაგან მიიღო სესხი ურბანული მომსახურებების გაუმჯობესების  საინვესტიციო  პროგრამა  - პროექტი  5-ისათვის.  აღნიშნული დაფინანსების ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოხსენებული კონტრაქტის ფარგლებში გადახდისათვის. ტენდერი ღიაა აზიის განვითარების ბანკის ქვეყნებისათვის, როგორც ეს მოცემულია სატენდერო დოკუმენტის მე-5 სექციაში.
 
 
2. შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” იწვევს უფლებამოსილ მოტენდერეებს, რათა წარმოადგინონ დალუქული სატენდერო წინადადებები ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის („ობიექტი“) მშენებლობისა და დასრულებისათვის. ობიექტი მდებარეობს ქალაქ ზუგდიდში, საქართველოს დასავლეთ ნაწილში, სამეგრელოს ისტორიულ მხარეში, თბილისიდან დასავლეთით დაახლოებით 318 კმ-ზე.
 
 
სამუშაოები  მოიცავს  შემდეგს:  არსებული  მოძველებული წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და მოწყობილობის დემონტაჟი და მოხსნა; ახალი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება, მშენებლობა და  ექსპლუატაციაში ჩაშვება; ასევე,  12 კალენდარული თვის განმავლობაში დამკვეთის პერსონალის ტრენინგი, მხარდაჭერა და ტექნიკური რჩევებით უზრუნველყოფა წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ოპერირებისას, ექსპლუატაციასა და მართვის დროს. ნაგებობა უნდა შედგებოდეს სატუმბო სადგურებისაგან, ფილტრებისაგან, აერაციისა და დალექვის ავზებისაგან, საოპერაციო და ადმინისტრაციული შენობებისაგან, ლამის შემდედებლებისაგან და ა.შ.
 
 
მშენებლობის პერიოდია 730 დღე (დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის გამოკლებით).
 
 
3. საერთაშორისო კონკურენტუნარიანი ტენდერი ჩატარდება აზიის განვითარების ბანკის ერთეტაპიანი  2-კონვერტიანი  სატენდერო  პროცედურით  და ღიაა ყველა მოტენდერისათვის უფლებამოსილი ქვეყნიდან, როგორც ეს აღწერილია სატენდერო დოკუმენტში.
 
 
 
4. დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და სატენდერო დოკუმენტაციის შემოწმებისათვის, მოტენდერეებმა უნდა მიმართონ:
 
შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ია მაზანიშვილი და/ან ნიკა მსხილაძე
ვაჟა-ფშაველას გამზირი, 76ბ, 0186, თბილისი, საქართველო ტელეფონი: (995 32) 291 90 60

ფაქსიმილეს ნომერი: (995 32) 222 00 36
ელ. ფოსტის მისამართი: i.mazanishvili@water.gov.ge ; n.mskhiladze@water.gov.ge
 
5. სატენდერო დოკუმენტების ინგლისურ ენაზე შესყიდვისათვის უფლებამოსილმა მოტენდერეებმა უნდა:
-     მისწერონ ზემოხსენებულ მისამართზე შემდეგი სატენდერო დოკუმენტის მოთხოვნით: UWSCG-USIIP-ICB-REG-03a, ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება, მოწოდება და მონტაჟი;;
-     გადაიხადონ არაანაზღაურებადი გადასახადი 250 ლარის ოდენობით ან 100 US დოლარის ოდენობით დოკუმენტაციის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფისში მისაღებად, ხოლო 500 ლარი ან 200 US დოლარი ამ დოკუმენტების კურიერით მიღებისათვის.
 
არაანაზღაურებადი  გადასახადის  ელექტრონულად  გადარიცხვის  შემთხვევაში,  გადარიცხვა უნდა მოხდეს შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
 
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
JSC Liberty Bank, ცენტრალური ფილიალი
SWIFT CODE: LBRTGE22
GE67LB0113123325230095 GEL GE40LB0113123325230096 USD
 
სატენდერო დოკუმენტაცია შეიძლება მიღებული იქნეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფისში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. სხვაგვარად, გადახდის შემდეგ და წერილობითი თხოვნის შედეგად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გაუგზავნის დაინტერესებულ მოტენდერეს სატენდერო დოკუმენტაციას კურიერით. სატენდერო დოკუმენტაცია გაიცემა ბეჭდური (ასევე,  ელექტრონული  სახით; განსხვავების  შემთხვევაში, უპირატესობა  ბეჭდურ ვერსიას ენიჭება).
 
6.   წარმოადგინეთ თქვენი სატენდერო წინადადება:
-     ზემოხსენებულ მისამართზე;
-     ბოლო ვადაში მოცემულ თარიღში ან ბოლო ვადამდე: 2017 წლის 3 ივლისი; 14:00 საათი (თბილისის დრო);
-     სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიით, როგორც ეს სატენდერო დოკუმენტაციაშია აღწერილი.
 
ტექნიკური სატენდერო წინადადება გაიხსნება ბოლო ვადის ამოწურვის შემდეგ იმ მოტენდერეების წარმომადგენლების თანდასწრებით, ვინც დასწრებას გადაწყვეტს.