ბაზრის კვლევა   ბაზრის კვლევა
16.06.2015
    
 
ნაგავშემკრები მანქანებისა და სხვა სპეციალური ტექნიკის  შესყიდვის მიზნით ტექნიკური პირობების სრულყოფის, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე გარემოს შექმნისათვის  პოტენციური მიმწოდებლებიდან განაცხადთა წარმოდგენის თაობაზე
 
ზოგადი ინფორმაცია
 
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ბაზრის კვლევას ნაგავშემკრები მანქანებისა და სხვა სპეციალური ტექნიკის შესყიდვის მიზნით ტექნიკური პირობების სრულყოფის, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე გარემოს შექმნისათვის  პოტენციური მიმწოდებლებიდან საჭირო ინფორმაციის მისაღებად.  
ნაგავშემკრები მანქანებისა და სხვა სპეციალური ტექნიკის მინიმალური სავარაუდო ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია დანართი №1-ში.
ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ  იურიდიულ პირს ან იურიდიულ პირთა გაერთიანებას (შემდგომში - პირი), რომელიც აკმაყოფილებენ წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ბაზრის კვლევის შედეგებს განიხილავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით შექმნილი ნაგავშემკრები მანქანებისა და სხვა სპეციალური ტექნიკის  შესყიდვის მიზნით ტექნიკური პირობების სრულყოფის, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე გარემოს შექმნისათვის  პოტენციური მიმწოდებლებიდან   ინტერესთა გამოხატვის თაობაზე  წარმოდგენილ განაცხადთა შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია).
 
. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, როგორც პოტენციური შემსყიდველის, ანგარიშწორების და მოწოდების პირობები
 
 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას განზრახული აქვს ნაგავშემკრები მანქანებისა და სხვა სპეციალური ტექნიკის შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, ანგარიშსწორება მოახდინოს შემდეგი გრაფიკით: 2016 წელს - 25%, 2017 წელს - 25%, 2018 წელს - 25%  და 2019 წელს -25%.
ნაგავშემკრები მანქანებისა და სხვა სპეციალური ტექნიკის შესყიდვის 2015 წელს განხორციელების შემთხვევაში, შესასყიდი ტექნიკის მიწოდების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 8 (რვა) თვით.
 
მოთხოვნები დაინტერესებული პირების მიმართ
(წარმოსადგენი მონაცემები)
 
დაინტერესებული პირ(ებ)ი ვალდებულნი არიან ბაზრის კვლევაში ინტერესის გამოხატვის წერილთან ერთად წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები (დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაინტერესებული პირ(ებ)ს):
1.  საფირმო სახელწოდება და მისამართი;
2. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან/იურიდიული პირის რეგისტრაციის მოწმობა (და სხვა, დაფუძნების ან/და კომპანიის სახელის ცვლილების შესახებ არსებული დოკუმენტები);
3. იურიდიული პირის წესდების ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
4.  კომპანიის რეზიუმე;
5. უცხოური ფირმის შემთხვევაში, ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი ინგლისურ ენაზე წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან/და პირის მიერ დამოწმებული, ხოლო ქართულ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტაცია – ნოტარიულად დამოწმებული (ქართულს ენიჭება უპირატესობა).
6. ინფორმაცია  შესასყიდი  ნაგავშემკრები მანქანებისა და სხვა სპეციალური ტექნიკის  ტექნიკური აღწერილობისა და ფასების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ტექნიკის დანართი №1-ის მიხედვით (მწარმობლის ფირმისა და მარკის მითითებით).
7. ინფორმაცია თანმდევი საგარანტიო მომსახურების შესახებ  წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ტექნიკის დანართი №2-ის მიხედვით.
8. ალტერნატიული წინადადება (ალტერნატივის შემოათვაზების შემთხვევაში).
 
ბაზრის კვლევაში მონაწილების მიღების მსურველთა მიერ განაცხადის წარდგენა
 
ბაზრის კვლევის შესახებ განაცხადი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) წარდგენილი უნდა იქნას ერთი ნაბეჭდი, ხელმოწერილი ორიგინალის და ერთი ელექტრონული ასლის სახით, დალუქული კონვერტით  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში,  არაუგვიანეს 2015 წლის 16 ივნისის 18:00 საათისა თბილისის დროით, შემდეგ მისამართზე:  ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. #7. დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსია შესაძლებელია  იგივე ვადაში გადმოიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე technique@tbilisi.gov.ge. ნაბეჭდ ორიგინალსა და ელექტრონულ ასლს შორის შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაბეჭდ ორიგინალს.
 
 
კომისიისა და დაინტერესებული პირების უფლებები
 
კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში გადაამოწმოს დაინტერესებული პირ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის უტყუარობა ან/და  მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
ბაზრის კვლევაში მონაწილე ნებისმიერ  დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინადადება წარმოადგინოს შესასყიდი ნაგავმზიდი მანქანებისა და სხვა სპეციალური ტექნიკის როგორც სრულ ჩამონათვალზე, ასევე ცალკეულ ტექნიკაზე.
ბაზრის კვლევაში მონაწილე ნებისმიერ  დაინტერესებულ პირს უფლება აქვს სავალდებულოდ  მოთხოვნილი დანართების გარდა,  წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადებები, რომლებსაც აგრეთვე განიხილავს კომისია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შესყიდვისათვის ტექნიკური დავალებისა და ანგარიშსწორების პირობების ცვლილება.
 
 
საკონტაქტო პირი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან:
სოფიკო ვაჩეიშვილი
ტელეფონი: 577053335
ელ.ფოსტა:   s.vacheishvili@tbilisi.gov.ge