ბაზრის კვლევა   2016 წლის ფაზის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა
23.03.2017
    
 

შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება 

2016 წლის ფაზის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა

IFB#PP09/GEP/CW/CB/16

 

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ისათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”) დაახლოებით 140,000,000,00 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. კომპაქტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპირაციისა (www.mcc.gov)  და ათასწლელულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ვებგვერდებზე www.mcageorgia.ge .

 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გთავაზობთ წარმოადგინოთ თქვენი სატენდერო წინადადებები 2016 წლის ფაზის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების  შესყიდვასთან დაკავშირებით:

 

IFB#PP09/GEP/CW/CB/1(ლოტი #1 - აფენის#1, აფენის#2, ვარდისუბნის საჯარო სკოლები; ლოტი #2 - ქესალოს, ტაზაკენდის და წერეთელის საჯარო სკოლები; ლოტი #3 - კაკაბეთის, პატარძეულის და სართიჭალის#1საჯარო სკოლები);

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს შესყიდვებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით რომელიც შესაძლებელია ნახოთ შესაბამის ვებგვერდზე https://www.mcc.gov/pages/business/guidelines. კონტრაქტორი შეირჩევა კონკურენტული/ღია ტენდერის პროცედურების დაცვით.

 

გაერთიანებული წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება 2017 წლის 11აპრილს დილის 11:00 საათზე საქართველოს დროით (GMT+4) შემდეგ მისამართზე:

 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო

მერაბ კოსტავას ქუჩა 5,  მე-4-ე სართული, საკონფერენციო ოთახი

თბილისი 0108, საქართველო

დასწრება რეკომენდირებულია ყველა დაინტერესებული კომპანიისათვის, მაგრამ არ არის სავალდებულო.

სატენდერო წინადადებები უნდა მოიტანოთ არაუგვიანეს 3:00 საათისა, საქართველოს დროით (GMT+4) 2017 წლის 3 მაისს შემდეგ მისამართზე:

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო

მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი (შენობა ლიფტის გარეშეა)

თბილისი, საქართველო 0108

 

სატენდერო დოკუმენტაცია გაიხსნება იგივე დროს, 2017 წლის 3მაისს 3:00 საათზე მონაწილე კომპანიების და სხვა მსურველების თანდასწრებით.

 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო

მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი

თბილისი, საქართველო 0108

 

ამ დროის გასვლის შემდეგ მოტანილი სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას ტენდერში გამარჯვებული კომპანიასთან ხელშეკრულების დადების შემდეგ. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.

 

დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების (ფირმის სახელი, მისამართი, საკონტაქტო პირი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონი) მითითებით.

 

            ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო

            დიმიტრი ქემოკლიძე

            შესყიდვების დირექტორი

            Email:  procurement@mcageorgia.ge

Cc: rgobejishvili@mcageorgia.ge