ბაზრის კვლევა   საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა - ონლაინ მოდულების შექმნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა
24.08.2017
     
 
შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
 
საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა - ონლაინ მოდულების შექმნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის
  1.  
 
2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან აშშ დოლარის ოდენობის  მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.
 
საქართველოს მთავრობამ შექმნა, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (“MCA-Georgia”), რომლის  მეშვეობითაც გეგმავს კომპაქტის განხორციელებას.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო აცხადებს ტენდერს საკონსულტაციო მომსახურების შესასყიდად. საკონსულტაციო სერვისის მიზანია მოხდეს 7-12-ე საფეხურის მათემატიკის, საბუნებისმეტყველო და ინგლისური ენის მასწავლებელთა ტრენინგ მოდულების გარდაქმნა ონლაინ კურსებად.   
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გიწვევთ სატენდერო წინადადებების წარმოსადგენად. დეტალები საკონსულტაციო მომსახურების შესახებ მოცემულია ტექნიკურ დავალებაში. დაინტერესების შემთხვევაში, მოწვევა წინადადებების წარმოსადგენად (“RFP”) ღიაა ყველა უფლებამოსილი საკონსულტაციო კომპანიისათვის და პირისათვის („კონსულტანტები“). 
 
დაინტერესებულმა კონსულტანტებმა სრული სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად და რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ელექტრონული ფოსტით, ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით: 
 
            ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
           
            დიმიტრი ქემოკლიძე
            შესყიდვების დირექტორი,
            ნინო რამიშვილი
            შესყიდვების უფროსი კონსულტანტი,
            ელ. ფოსტა: procurement@mcageorgia.ge
                                nramishvili@mcageorgia.ge 
 
სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 10 ოქტომბერი, დღის 3:00 საათი, საქართველოს დროით (GMT+4). ამ დროის გასვლის შემდეგ მიღებული სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.