ბაზრის კვლევა   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის სასწავლო ლაბორატორიული
02.06.2017
   
 

შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის სასწავლო ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვა
IFB # PP09-A1/ISWD/G/CB/08

 
2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”) დაახლოებით 140,000,000,00 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. კომპაქტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა www.mcc.gov და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ვებ-გვერდებზე www.mcageorgia.ge .
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გთავაზობთ წარმოადგინოთ თქვენი სატენდერო წინადადებები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვასთან დაკავშირებით IFB # PP09-A1/ISWD/G/CB/08
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს შესყიდვებს  აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით რომელიც შესაძლებელია ნახოთ  შესაბამის ვებგვერდზე https://www.mcc.gov/resources. მომწოდებელი შეირჩევა კონკურენტული /ღია ტენდერის პროცედურების დაცვით.
წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება 2017 წლის 30 ივნისს დილის 11:00 საათზე შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მერაბ კოსტავას ქ. 5, მე–4 სართული (ლიფტის გარეშე), შეხვედრების ოთახი
თბილისი 0108, საქართველო
დასწრება რეკომენდირებულია ყველა დაინტერესებული კომპანიისათვის, მაგრამ არ არის სავალდებულო.
სატენდერო წინადადებები უნდა მოიტანოთ არაუგვიანეს 3:00 საათისა, საქართველოს დროით (GMT+4) 2017 წლის 14 ივლისს შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული (ლიფტის გარეშე), შეხვედრების ოთახი
თბილისი, საქართველო 0108
სატენდერო დოკუმენტაცია გაიხსნება იგივე დროს, 2017 წლის 14 ივლისს 3:00 საათზე მონაწილე კომპანიების და სხვა მსურველების თანდასწრებით.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული (ლიფტის გარეშე), შეხვედრების ოთახი
თბილისი, საქართველო 0108
ამ დროის ამოწურვის შემდეგ მოტანილი სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას. მონაწილეებმა, დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები, რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.
დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე ტენდერის სახელის/ნომრის (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვა IFB # PP09-A1/ISWD/G/CB/08) და მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით, რათა მიეწოდოთ შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაცია.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
დიმიტრი ქემოკლიძე, შესყიდვების დირექტორი
Cc: ვახტანგი ჯალიაშვილი, შესყიდვების კონსულტანტი
Email: vjaliashvili@mcageorgia.ge;
Cc: procurement@mcageorgia.ge