ბაზრის კვლევა   ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) თერჯოლის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მარც
30.06.2015
   
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) თერჯოლის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მარცხენა (ქ. თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით) მიმართულებით (სამი კილომეტრის მანძილზე) მომსახურების კომპლექსის განთავსებასა და ოპერირების უფლების მოპოვებისათვის და მონაწილეობის მისაღებად იწვევს საქართველოში ან უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მსურველს 2015 წლის 24 ივნისიდან 1 ივლისს 12:00 საათამდე ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობისათვის აუცილებელ ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტაციის (მათ შორის ინტერესთა გამოხატვის პირობების, გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმების, მომსახურების კომპლექსის კონცეპტუალურ მოდელის, დეტალური პროექტის ძირითადი მაჩვენებლების და პარამეტრების, მომსახურების კომპლექსის განთავსებისა და ოპერირების უფლების მინიჭების თაობაზე ხელშეკრულების პროექტის) გაცნობა შეუძლია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზე (www.mrdi.gov.ge), საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე (www.georoad.ge), სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge), ამასთან აღნიშნული დოკუმენტაცია გასაცნობად გადაეცემათ კანდიდატებს, მოთხოვნის შემთხვევაში. ამავე პერიოდში (2015 წლის 24 ივნისიდან 1 ივლისს 12:00 საათამდე) განხორციელდება განაცხადების მიღება ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) თერჯოლის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მარცხენა მიმართულებით (სამი კილომეტრის მანძილზე) მომსახურების კომპლექსის განთავსებასა და ოპერირების უფლების მოპოვებისათვის ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მისაღებად (მისამართი: ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი №12).

2015 წლის 1 ივლისს 12:00 საათზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში (მისამართი: ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი №12) კანდიდატთა დასწრებით ჩატარდება ინტერესთა გამოხატვა. კანდიდატთა დასწრება სავალდებულოა. ინტერესთა გამოხატვის ფორმით ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) თერჯოლის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მარცხენა მიმართულებით
(სამი კილომეტრის მანძილზე) მომსახურების კომპლექსის განთავსებასა და ოპერირებაზე უფლების გამცემი არის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მისამართი: ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი №12).

ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული მოიპოვებს უფლებას ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) თერჯოლის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მარცხენა მიმართულებით (სამი კილომეტრის მანძილზე) მომსახურების კომპლექსის განთავსებასა და ოპერირებაზე.

მიბმული ფაილები