ბაზრის კვლევა   სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას (ხორბლის ფქვილის შესყიდვა)
04.05.2017
  
 
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის“, „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული საქონლის (საკვები პროდუქტი) და თანმდევი მომსახურების (საქონლის მიწოდება ქვეპროგრამის ბენეფიციართათვის) შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით.
 
შესყიდვის ობიექტის ჩამონათვალი და აღწერილობა, აგრეთვე ინფორმაცია დაფასოების შესახებ მოცემულია წინამდებარე განცხადების დანართში N1.
 
შესასყიდი პროდუქტის ღირებულება უნდა მოიცავდეს საქონლის დაფასოებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრებამდე ტრანსპორტირების ხარჯებს. სამხარეო ცენტრების მისამართი მითითებულია წინამდებარე განცხადების დანართში N2.
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2017 წლის 11 მაისისა, წარმოგვიდგინოთ ინფორმაცია მოსაწოდებელი საქონლის ერთეულის ფას(ებ)ის შესახებ.
 
ამასთანავე გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესასყიდი საკვები პროდუქტის აღწერილობასთან დაკავშირებით. შენიშვნები და წინადადებები არ უნდა ცვლიდეს საქონლის ძირითად პარამეტრებს და შესაძლებელია ემსახურებოდეს მხოლოდ ტექნიკური სპეციფიკაციების დაზუსტებას და მაღალკონკურენტული გარემოს შექმნას.
 
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: goniani@ssa.gov.ge ან წერილობით წარადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.
 
დანართი N1
 
დასახელება რაოდენობა დაფასოება ერთეულის ფასი მთლიანი ღირებულება
ხორბლის ფქვილი
(თეთრი, უმაღლესი ხარისხის)
32 125 კგ სავარაუდოდ, 225 შეფუთვა - 25 კგ დაფასოებით.
სავარაუდოდ, 530 შეფუთვა - 50კგ დაფასოებით