ბაზრის კვლევა   შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებს ბაზრის კვლევას
06.03.2017
  
 
თარიღი                                 მარტი 06, 2017
სესხის N და სახელი         სესხის N 3441-GEO
 ურბანული მომსახურებების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - ტრანში 6
კონტრაქტის N და სახელი          CHI-01, წყალმომარაგების სისტემა ჭიათურა
წინადადების შემოტანის
ბოლო ვადა                          18 აპრილი, 2017, 12:00 p.m.
 
  1. საქართველომ, აზიის განვითარების ბანკს მიმართა  ურბანული მომსახურებების საინვესტიციო პროგრამა - ტრანში 6-ის (3441-GEO სესხი) დასაფინანსებლად. აღნიშნული თანხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოხსენებული კონტრაქტის დასაფინანსებლად. საერთაშორისო სატენდერო ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პრეტენდენტებს აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებიდან. 
 
  1. შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (UWSCG) (შემდგომში „დამქირავებელი“) აცხადებს დალუქული სატენდერო წინადადების მიღებას უფლებამოსილი პრეტენდენტებისგან, ჭიათურაში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად, კერძოდ შემდეგი სამუშაოებისათვის: 6 წყალმომარაგების ჭაბურღილის მოწყობა, 4 ნედლი წყლის სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია, სამშენებლო სამუშაოებისა და ახალი ტუმბო კომპლექტის მოწოდების ჩათვლით, ორი რეზერვუარის მშენებლობა (1,400 და 500 მ3), არსებული 8 რეზერვუარის რეაბილიტაცია (4 მათგანი მოცულობით 520მ3-ზე ნაკლები, დარჩენილი 4 მოცულობები: 850, 1190,1340 და 2720 მ3), დაახლოებით 16 კმ სიგრძის მაგისტრალის (400 და 500მმ დიამეტრიანი მილები), დაახლოებით 10კმ სიგრძის მაგისტრალის (114-დან 355მმ დიამეტრის მილები) და დაახლოებით 68 კმ გამანაწილებელი ქსელის მილების მოწყობა.
  2. სრული სამშენებლო სამუშაოების შესრულების პერიოდია 540 დღე.
 
  1. საერთაშორისო სატენდერო ვაჭრობა (ICB) წარიმართება აზიის განვითარების ბანკის ერთეტაპიანი: 2-კონვერტიანი სატენდერო პროცედურით. ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა პრეტენდენტს უფლებამოსილი ქვეყნიდან, რომლის ჩამონათვალი მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
 
  1. დამატები ინფორმაციის მიღებისათვის და სატენდერო დოკუმენტაციის შემოწმებისათვის, მოტენდერეებმა უნდა მიმართონ:
 
ია მაზანიშვილი, შესყიდვების სპეციალისტი
შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
76b ვაჟა-ფშაველას გამზიღი
0186 თბილისი
საქართველო
ტელეფონი: (995 32) 291 90 60
ფაქსიმილეს ნომერი: (995 32) 222 00 36
ელ. ფოსტის მისამართი: i.mazanishvili@water.gov.ge; n.mskhiladze@water.gov.ge
 
  1. სატენდერო დოკუმენტების ინგლისურ ენაზე შესყიდვისათვის უფლებამოსილმა პრეტენდენტმა უნდა:
  2. მისწერონ ზემოხსენებულ მისამართზე CHI-01 წყალმომარაგების სისტემის ჭიათურის სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნით;
  • გადაიხადონ არაანაზღაურებადი გადასახადი 250 ლარის ოდენობით ან 100 აშშ დოლარის ოდენობით დოკუემტაციის UWSCG ოფისში მისაღებად და 500 ქართული ლარი ან 200 აშშ დოლარი კურიერით მიღებისათვის.
 
10:00 -დან 17:00-მდე პუნქტ 5-ში მითითებულ ოფისში.  
 
ან
 
ელექტრონული გადარიცხვით შემდეგ ანგარიშზე:
შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
JSC Liberty Bank, ცენტრალური ფილიალი
SWIFT CODE: LBRTGE22
GE67LB0113123325230095 GEL
GE40LB0113123325230096 USD
ანოტაციით: „მოწვევა სატენდერო პაკეტისათვის N. CHI-01“
 
 
სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ელექტრონული გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის და მოთხოვნის წერილის წარმოდგენის შემდეგ. ალტერნატივის სახით, წერილობითი მოთხოვნის წარდგენისა და გადასახადის უზრუნვეყლოფის შემდეგ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურიერის მეშვეობით გაუგზავნის სატენდერო დოკუმენტაციას დაინტერესებულ პრეტენდენტებს. სატენდერო დოკუმენტაცია გაიცემა დაბეჭდილი ფორმატით (ელექტორნული ვერსიის გაცემაც მოხდება, თუმცა ბეჭდურ და ელექტრონულ ვერსიებს შორის არსებული შეუსაბამოების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ბეჭდურ ვერსიას).
 
  1. წარმოადგინეთ თქვენი სატენდერო წინადადება:
  2. ზემოხსენებულ მისამართზე
  3. მოცემულ თარიღში ან ბოლო ვადამდე: აპრილი 18, 2017  12:00 სთ თბილისი (ადგილობრივი დრო)
  4. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია, რომლის დეტალებიც მოცემულია სატენდერო დოკუმენტში (სექცია 1 და 2, პარაგრაფი ITB 19.1)
 
ტექნიკური სატენდერო წინადადებები გაიხსნება ბოლო ვადის დასრულების დღის შემდეგ იმ მოტენდერეების წარმომადგენლების თანდასწრებით, ვინც გადაწყვეტს დასწრებას.