ბაზრის კვლევა   შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებს ბაზრის კვლევას
06.03.2017
  
 
თარიღი                                           მარტი 06, 2017
სესხის N და სახელი         სესხის N: 3441-GEO
ურბანული მომსახურებების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 6
კონტრაქტის N და სახელი:      MAR-01, მარნეულის წყალმომარაგება და
კანალიზაციის სისტემის მშენებლობა
წინადადების შემოტანის
ბოლო ვადა                                      18 აპრილი, 2017
 
  1. საქართველომ, აზიის განვითარების ბანკს მიმართა   ურბანული მომსახურებების საინვესტიციო პროგრამა - ტრანში 6-ის დასაფინანსებლად (სესხი 3441-GEO). აღნიშნული თანხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოხსენებული კონტრაქტის დასაფინანსებლად. საერთაშორისო სატენდერო ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პრეტენდენტებს აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებიდან. 
 
  1. შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (UWSCG) (შემდგომში „დამქირავებელი“) აცხადებს დალუქული სატენდერო წინადადების მიღებას უფლებამოსილი პრეტენდენტებისგან, მარნეულის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გაუმჯობესებისათვის, კერძოდ კი შემდეგი სამუშაოების შესასრულებლად: ნედლი წყლის სატუმბი სადგურის მშენებლობა (277 ლ/წმ, 119მ), სამი რეზერვუარის მშენებლობა (2,000, 4,000 და 6,000მ3), მაგისტრალური მილების მოწყობა (საერთო სიგრძე: 12,5კმ), ახალი წყალმომარაგების მილების ჩალაგება 112,3კმ, არსებული წყალმომარაგების მილების შეცვლა 54,2კმ, ახალი კანალიზაციის მილების მოწყობა 121კმ, არსებული კანალიზაციის მილების შეცვლა 3,9კმ, 9 კანალიზაციის სატუმბი სადგურის მშენებლობა (1 სატუმბი სადგური: 38ლ/წმ; 1 სატუმბი სადგური: 9ლ/წმ; 7 სატუმბი სადგური, თითოეული: 8ლ/წმ).
  2. სრული სამშენებლო სამუშაოების შესრულების პერიოდია 840 დღე.
 
  1. საერთაშორისო სატენდერო ვაჭრობა (ICB) წარიმართება აზიის განვითარების ბანკის ერთეტაპიანი: 2-კონვერტიანი სატენდერო პროცედურების შესაბამისად. ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა პრეტენდენტს უფლებამოსილი ქვეყნიდან, რომლის ჩამონათვალი მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
 
  1. დამატები ინფორმაციის მიღებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად პრეტენდენტებმა უნდა მიმართონ:
 
ია მაზანიშვილი, შესყიდვების სპეციალისტი
შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
76b ვაჟა-ფშაველას გამზირი
0186 თბილისი
საქართველო
ტელეფონი: (995 32) 291 90 60
ფაქსიმილეს ნომერი: (995 32) 222 00 36
ელ. ფოსტის მისამართი: i.mazanishvili@water.gov.ge; n.mskhiladze@water.gov.ge
 
  1. სატენდერო დოკუმენტების ინგლისურ ენაზე შესყიდვისათვის უფლებამოსილმა პრეტენდენტმა უნდა:
  2. მიწერონ ზემოხსენებულ მისამართზე MAR-01 წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემა მარნეულის სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნით;
  • გადაიხადონ არაანაზღაურებადი გადასახადი 250 ლარის ოდენობით ან 100 აშშ დოლარის ოდენობით დოკუემტაციის UWSCG ოფისში მისაღებად და 500 ქართული ლარი ან 200 აშშ დოლარი კურიერით მიღებისათვის.
 
10:00 -დან 17:00-მდე პუნქტ 5-ში მითითებულ ოფისში.  
 
ან
 
ელექტრონული გადარიცხვით შემდეგ ანგარიშზე:
შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
JSC Liberty Bank, ცენტრალური ფილიალი
SWIFT CODE: LBRTGE22
GE67LB0113123325230095 GEL
GE40LB0113123325230096 USD
ანოტაციით: „მოწვევა სატენდერო პაკეტისათვის - წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის მშენებლობა (MAR-01)
 
 
სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ელექტრონული გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის და მოთხოვნის წერილის წარმოდგენის შემდეგ. ალტერნატივის სახით, წერილობითი მოთხოვნის წარდგენისა და გადასახადის უზრუნვეყლოფის შემდეგ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურიერის მეშვეობით გაუგზავნის სატენდერო დოკუმენტაციას დაინტერესებულ პრეტენდენტებს. სატენდერო დოკუმენტაცია გაიცემა დაბეჭდილი ფორმატით (ელექტორნული ვერსიის გაცემაც მოხდება, თუმცა ბეჭდურ და ელექტრონულ ვერსიებს შორის არსებული შეუსაბამოების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ბეჭდურ ვერსიას).
 
  1. წარმოადგინეთ თქვენი სატენდერო წინადადება:
  2. ზემოხსენებულ მისამართზე
  3. მოცემულ თარიღში ან ბოლო ვადამდე: აპრილი 18, 2017  03:00 სთ თბილისი (ადგილობრივი დრო)
  4. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია, რომლის დეტალებიც მოცემულია სატენდერო დოკუმენტში (სექცია 1 და 2, პარაგრაფი ITB 19.1)
 
ტექნიკური სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება უშუალოდ მათი მიღების ბოლო ვადის დასრულებისთანავე, პრეტენდენტის მიერ შერჩეული წარმომადგენლის თანდასწრებით, რომლებიც გადაწყვეტენ დასწრებას.