ბაზრის კვლევა   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ატარებს ბაზრის კვლევას
05.09.2017
   
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაიგეგმა ქალაქ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩა №40-ში მდებარე შენობის მე-3 სართულზე განთავსებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ფართის, მეორე და მესამე სართულებზე არსებული ტერასის და აივნების, შენობის ფასადების და სახურავის შეკეთება-რეაბილიტაციის, ლიფტის მონტაჟისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვა. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებისა და ვადის განსაზღვრის მიზნით გთხოვთ, არაუგვიანეს 2017 წლის 08 სექტემბრისა წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, მ. კომახიძის ქ. #119 ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით: n.dzneladze@mofea.ge. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 577 20 37 27. წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.

მიბმული ფაილები