ბაზრის კვლევა   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ატარებს ბაზრის კვლევას
12.07.2017
  
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ არსებული მწვანე ტბის კეთილმოწყობა და დაგეგმარება. პირველ ეტაპზე საჭიროა საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა. საპროექტო სამუშაოების ვადებისა და ღირებულების განსაზღვრის მიზნით, წინამდებარე განცხადებით, შემსყიდველი, ბაზრის კვლევის ფარგლებში, აცხადებს მოწვევას ინტერესთა გამოხატვაზე საპროექტო ორგანიზაციებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ არაუგვიანეს 2017 წლის 17 ივლისისა წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, მ. კომახიძის ქ. #119 ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით: n.dzneladze@mofea.ge.
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 577 20 37 27.
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.

მიბმული ფაილები