ბაზრის კვლევა   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ატარებს ბაზრის კვლევას
12.07.2017
  
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ „აჭარის ტერიტორიაზე არსებული მთის კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შუახევის მუნიციპალიტეტში, ღომას მთის შემდგომი განვითარება. პირველ ეტაპზე საჭიროა განაშენიანების რეგულირების გეგმის შესყიდვა. სამუშაოების ვადებისა და ღირებულების განსაზღვრის მიზნით, წინამდებარე განცხადებით, შემსყიდველი, ბაზრის კვლევის ფარგლებში, აცხადებს მოწვევას ინტერესთა გამოხატვაზე საპროექტო ორგანიზაციებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ არაუგვიანეს 2017 წლის 17 ივლისისა წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, მ. კომახიძის ქ. #119 ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით: n.dzneladze@mofea.ge.
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 577 20 37 27.
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.

მიბმული ფაილები