ბაზრის კვლევა   სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ატარებს ბაზრის კვლევას
17.05.2017
  
 
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ 2017 წელს დაგეგმილია სამხატვრო აკადემიის  ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-3 ეტაპის ჩატარება, რისთვისაც სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ატარებს ბაზრის კვლევას.
ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მსურველი კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
- ბოლო 5 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების განხორციელების გამოცდილება, მათ შორის ისეთ სამუშაოებზე, რომლებიც ითვალისწინებდა შენობის კონსტრუქციების გამაგრების სამუშაოებს. ასევე შენობებს, რომელთაც გააჩნდათ ინტერიერის კედლის მხატვრობა ან დეკორი.
- უნდა გააჩნდეს 2011-2016 წლებში ანალოგიური სამშენებლო სამუშაოების გამოცდილება, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებზე არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარისა.
აღნიშნულის დასადასტურებლად კომპანიებმა უნდა წარმოადგინოთ გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულებების, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი - ფორმა 2, ძეგლზე სამუშაოების ჩატარების ნებართვა და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები).
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, 2017 წლის 22 მაისის ჩათვლით წარმოადგინოთ  თქვენი შემოთავაზება, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ananiashvili@art.edu.ge. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ამირან ანანიაშვილი - (+995) 595 90-86-80..

მიბმული ფაილები