ბაზრის კვლევა   სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას
17.05.2017
  
 
ტექნიკური პირობა 20 მოსწავლეზე გათვლილი, მცირეკონტიგენტიანი, დაწყებითი სკოლის პროექტირება-მშენებლობისათვის  
 
პროექტი უნდა განხორცილდეს საქართველოს რამოდენიმე რეგიონში.
მოთხოვნები შენობისადმი:
  • ლითონის კარკასი
  • შენობის ფართობი უნდა იყოს არაუმცირეს 230მ² და არაუმეტეს 240მ²
  • იატაკის მოპირკეთება: დახურულ რეკრეაციაში, სანკვანძებსა და შესასვლელში ხელოვნური გრანიტის ხაოიანი ფილა, ხოლო დანარჩენ სათავსებში მაღალი ხარისხის ლამინატი სისქით არანაკლებ 12მმ.
  • ფანჯრები და ვიტრაჟები შესრულებული უნდა იყოს იზოალუმინის სამკამერიანი პროფილით, შესასვლელი ვიტრაჟისთვის გამოყენებულ იქნას ნაწრთობი მინაპაკეტი.
  • შენობას უნდა ქონდეს პანდუსი
  • იატაკის ნიშნული გრუნტიდან უნდა იყოს მინიმუმ +0,60 ნიშნულზე
  • ფასადი მოპირკეთდეს HPL პანელით (მაღალი წნევის ლამინატი). ფერი შეთანხმდეს დამკვეთთან.
  • შენობის გასათბობად უნდა მოეწყოს ელექტრო რადიატორები.
 
წარმოსადგენი მასალა:
  • სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვა;
  • იატაკის, კედლის და სახურავის მოწყობის კვანძები ყველა შემადგენელი ფენის ჩვენებით.
 
სამუშაოს შესრულების ვადა:
  • 60 კალენდარული დღე.
 
შენიშვნა:
  1. იხ. დანართი - ესკიზი (jpg ფორმატი), შენობის გეგმა (dwg ფორმატი).
  2. პრედენდენტმა უნდა წარმოადგინოს შენობის გარე ვიზუალი ესკიზის მსგავსად, ხოლო შიგა დაგეგმარება განხორციელდეს წარმოდგენილი გეგმის მიხედვით.
 
გთხოვთ, მოგვაწოდოთ განფასება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 22 მაისის 12:00 სთ-მდე.
ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგვიგზავნეთ ქვემოთ მითითებულ მეილზე, ასევე დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
Email: sbakuradze@esida.ge
Tel: 577 95 56 46
სოფო ბაკურაძე
ბაზრის კვლევის მთავარი სპეციალისტი.
 
მიბმული ფაილები