ბაზრის კვლევა   საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ატარებს ბაზრის კვლევას
18.04.2017
  
 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ფინანსური ანალიზისა და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამული პაკეტის სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მისაღებად.
ფინანსური ანალიზისა და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამული პაკეტის სასერვერო ლიცენზია და ინდივიდუალური ლიცენზია: სასერვერო ლიცენზია - 4 (ოთხი) ერთეული, ხოლო ინდივიდუალური ლიცენზია - 31 (ოცდათერთმეტი) ერთეული.
ზემოაღნიშნულის შესყიდვის მიზნით სამინისტრო ატარებს ბაზრის კვლევას.
გთხოვთ ტექნიკური დავალების მოთხოვნების გათვალისწინებით, არაუგვიანეს 2017 წლის 23 აპრილისა წარმოგვიდგინოთ თქვენ მიერ შემოთავაზებული ღირებულება.
გთხოვთ, შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე:
l.dolidze@moe.gov.ge
d.tetrashvili@moe.gov.ge
 www.moe.gov.ge
იხ.დანართი: ფასების ცხრილი; ტექნიკური დავალება.
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის. 

მიბმული ფაილები