ბაზრის კვლევა   საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ატარებს ბაზრის კვლევას
27.04.2017
  
 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს თეთრყვავილას (Galanthus woronowii) შერჩეულ პოპულაციებზე ბოლქვების მოპოვებით გამოწვეული ზეგავლენის შესწავლის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მისაღებად.
თეთრყვავილას (Galanthus woronowii) შერჩეულ პოპულაციებზე ბოლქვების მოპოვებით გამოწვეული ზეგავლენის შესწავლის მომსახურების დეტალები მითითებულია ტექნიკურ დავალებაში.
ზემოაღნიშნულის შესყიდვის მიზნით სამინისტრო ატარებს ბაზრის კვლევას.
გთხოვთ ტექნიკური დავალების მოთხოვნების გათვალისწინებით, არაუგვიანეს 2017 წლის 1 მაისისა წარმოგვიდგინოთ თქვენ მიერ შემოთავაზებული ღირებულება.
გთხოვთ, შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე:
l.dolidze@moe.gov.ge
d.tetrashvili@moe.gov.ge
www.moe.gov.ge
იხ.დანართი: ფასების ცხრილი; ტექნიკური დავალება.
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის. 

მიბმული ფაილები