ბაზრის კვლევა   შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ატარებს ბაზრის კვლევას
24.08.2017
  
 
საქართველოს მთავრობის განკარგულებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ დაევალა მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით რიგი პროექტების განხორციელება. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭართლის გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებებისა და სავარაუდო შესრულების ვადების დადგენის მიზნით ვახორციელებთ ბაზრის კვლევას. გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს ჩათვლით, მოგვაწოდოთ შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ფასები და შესრულების სავარაუდო ვადები. გაითვალისწინეთ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესახებ. განსახორციელებელი სამუშაოების საინჟინრო-ტექნიკური პროექტი გთხოვთ იხილოთ დანართებში. დეტალური ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.ggtc.ge, ან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე: www.procurement.gov.ge, ან შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ მოცემულ მისამართზე: კახეთის გზატკეცილი #21, თბილისი 0190, საქართველო. საკონტაქტო პირები: იური ბურდული, ქეთევან შუბითიძე. ტელ: +995 32 224 40 40 ფაქსი: +995 32 224 40 48 ელ.ფოსტა: i.burduli@ggtc.ge; k.shubitidze@ggtc.ge; წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.

მიბმული ფაილები