ბაზრის კვლევა   შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით, ახორციელე
10.10.2017
  
 
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით, ახორციელებს ბაზრის კვლევას.
      გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 16 ოქტომბრისა ჩვენს მიერ მომზადებული ტექნიკური დავალების შესაბამისად, მოგვაწოდოთ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისის , სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის, ქალაქ ჩხოროწყუს და ქალაქ წალენჯიხის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შექმნისათვის განსახორციელებელი სამუშაოების ღირებულება და შესრულების ვადა. თანხა წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, აღნიშნულ ელექტრონულ ფოსტაზე: s.sanadze@ggtc.ge.
ასევე, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ 2 24 40 40 (611)
 
         წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.

მიბმული ფაილები