ბაზრის კვლევა   სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“ ატარებს ბაზრის კვლევას
06.01.2017
  
 
სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“ გეგმავს ამწეებისა და მათი ოპერატორის მომსახურების შეძენას, კერძოდ:
1. სპეციალური ავტოტექნიკით – კალათიანი ავტოამწით (არანაკლებ 30 მ. სიმაღლე) მომსახურება - 40 (ორმოცი) საათი (ოპერატორთან ერთად).
2. სპეციალური ავტოტექნიკით – ტვირთამწით მომსახურება – 103 (ასსამი) საათი (ოპერატორთან ერთად). ამწეს უნდა შეეძლოს მინიმუმ 5 ტონა ტვირთის აწევა, გადაადგილება.
მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად ეტაპობრივად, მიმწოდებლის საწვავ–საპოხი მასალებით, 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს ქ. ფოთის და ქ. ბათუმის ტერიტორიაზე, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 საათისა.
გთხოვთ, დანართი N1–ის შესაბამისად წარმოადგინოთ შესყიდვის ობიექტის ღირებულება (ერთეულისა და ჯამური ღირებულების მითითებით).
წინადადებების წარმოდგენის საბოლოო ვადა არის 2017 წლის 14 იანვარი.
გთხოვთ, წინადადებები მოგვაწოდოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: s.chochua@hydrography.ge
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღებისთვის.
საკონტაქტო ინფორმაცია:
სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“
შესყიდვების კოორდინატორი
სალომე ჭოჭუა
მობ: (+995 595) 657174

მიბმული ფაილები